პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ძირითადი მიზანია, ღირსეული სამუშაო ადგილები საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეძლონ ღირსეული შრომით არჩინონ თავიანთი ღირსეული ოჯახები.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სამველ მანუკიანის წარდგენაზე, ახალქალაქში განაცხადა.
„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შემდგომი 4 წლის განმავლობაში, სწრაფად უნდა გამოვიდეთ ამ ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც პანდემიით არის გამოწვეული და გლობალურია. საკმაოდ კარგად მივდივართ, უნდა დავიცვათ წესები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სამუშაო ადგილები აღვადგინოთ რაც შეიძლება სწრაფად. ამისთვის გვჭირდება გამარჯვება და ეს გამარჯვება გვჭირდება 31 ოქტომბერს. ეს გამარჯვება არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ გამარჯვება, ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, ეს იქნება ახალქალაქის გამარჯვება და ეს იქნება ჩვენი საერთო, მშვიდობიანი, წარმატებული მომავლის გამარჯვება. გამარჯვებას გისურვებთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ამასთან, პრემიერმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, მინიმუმ 20 მილიარდი ლარი დაიხარჯება.
„გზები საკმაოდ რთულ ვითარებაშია, განსაკუთრებით ახალციხე-ახალქალაქის დამაკავშირებელი გზა, რომლის რეკონსტრუქცია სულ მალე დასრულდება. კარგ მდგომარეობაშია და შემდგომი განვითარება სჭირდება ახალქალაქი-ნინოწმინდის გზას. შიდა გზები ახალქალაქში, რა თქმა უნდა, წესრიგშია მოსაყვანი. ახალქალაქის ეს ძველი, ისტორიული ციხე-სიმაგრეც აღსადგენია, რომ ტურისტებისთვის მიზიდულობის ძალა გახდეს. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, მაგრამ მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ დიდი სხვაობა არ უნდა იყოს, თუ სად ცხოვრობს ადამიანი - ახალქალაქში, ახალციხეში, ბათუმში, თბილისსა თუ რუსთავში, ერთი და იგივე დონე უნდა გვქონდეს ყველას იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი მოქალაქეების განვითარება, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობენ ისინი“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, 2013 წელს ახალქალაქის საბიუჯეტო შემოსავლები იყო 390 ათასი ლარი, წელს უკვე საბიუჯეტო შემოსავლებმა 10 მილიონ ლარს გადააჭარბა.
„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ ახალქალაქში შრომობენ, ახალქალაქში ადამიანები ქმნიან ახალ ბიზნესს, ახალ საწარმოებს, ახალქალაქში გლეხი ხდება ძლიერი ფერმერი. სახელმწიფო, როგორც აქამდე ედგა ჩვენს ადგილობრივ მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, გლეხებს რა თქმა, უნდა ასევე გააგრძელებს მათთან გვერდში დგომას, სახელმწიფოს სხვადასხვა მხარდაჭერის პროგრამებით - ეს არის სოფლის მეურნეობის პროგრამები, ეკონომიკის სამინისტროს პროგრამები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები გლეხობიდან გადავიდნენ ძლიერ ფერმერობაზე, რომ შექმნან დამატებითი სამუშაო ადგილები და ღირსეულად არჩინონ თავიანთი ოჯახები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?