25.თებერვალი .2021 21:31

Primark-ი გასული წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას წელს გაყიდის

 Primark-ი გასული წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას წელს გაყიდის
views 491
უკან

მაღაზიათა ქსელი Primark-ი გასული წლის გაზაფხული-ზაფხულის დასაწყობებული ტანისამოსის კოლექციის გაყიდვას მიმდინარე წელს განიხილავს. კომპანიამ ლონდონის მთავარ ქუჩაზე გახსნა 12 აპრილისთვის დაანონსა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

Primark-ის ვარაუდით, მაღაზიის გახსნის შემდეგ მათი შემოსავალი გასული წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან 150 მილიონ ფუნტ სტერლინგს გაუტოლდება, ხოლო შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდან - 260 მილიონ ფუნტ სტერლინგს.

Primark-ი აცხადებს, რომ კოვიდ-შეზღუდვების გამო კომპანიამ 1.1 მილიარდი ფუნტი სტერლინგი იზარალა, რადგან მაღაზიების უმეტესობა დაკეტილი იყო.

აღსანიშნავია, რომ Primark-ი მისი კონკურენტებისგან განსხვავებით ონლაინ გაყიდვებზე შეგნებულად არ გადასულა. კომპანიის განმარტებით, ონალინ გაყიდვებზე იმ მიზეზით არ გადავიდნენ, რომ აღნიშნული სერვისის დამატება მათ იაფიან პროდუქციას გააძვირებდა, ხოლო პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში, სერვისის ფასი, საქონლის ღირებულებასაც კი გადააჭარბებდა.

შეგახსენებთ, ირლანდიურ ბრენდს მსოფლიოს მასშტაბით 389 მაღაზია აქვს, მათგან 190 მაღაზია დიდ ბრიტანეთში მდებარეობს.