30.სექტემბერი .2019 18:30

პრივატიზაციის დასაჩქარებლად მთავრობა ინვესტორებს პროცედურებს გაუმარტივებს

views 296
უკან

ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციოდ 100 სახელმწიფო ქონება გამოაქვს. როგორც მინისტრი ნათია თურნავა "საქმის კურსის" ეთერში აცხადებს, პრივატიზაციის დასაჩქარებლად მთავრობა ინვესტორებს პროცედურებს გაუმარტივებს.

"დაწყებული გვაქვს 100 სახელმწიფო ქონების პროგრამა. აქამდე იყო 50 სახელმწიფო ქონება, რომელიც გულისხმობდა უფრო სასტუმროებისთვის ობიექტების გაპრივატიზებას. ახლა არის 100 ქონება, რომელსაც მოვამზადებთ, დავარეგისტრირებთ, თუ დემონტაჟია, გადასაკეთებელი ან გადაფარვაა გვერდით მიწასთან, მოვაგვარებთ და გასუფთავებულს, მიმზიდველს და საინტერესოს გამოვიტანთ და ის მუდმივად იტრიალებს აუქციონზე.

კიდევ რასაც გავაკეთებთ და ამის კეთება პრაქტიკულად დავიწყეთ, იმისთვის, რომ ინვესტორმა იცოდეს, რა დრო დაეხარჯება ამ პროექტზე მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად და რა ტიპის ობიექტი შეიძლება გენგეგმის მიხედვით იქ აშენდეს, ჩვენ წინასწარ, ვიდრე დავდებთ ამ ობიექტებს საპრივატიზებოდ, შევუთანხმებთ წინასწარ მუნიციპალიტეტებს ობიექტის განაშენიანების გეგმებს და სქემებს.

ჩვენ დავიწყეთ ასეთი თანამშრომლობა თბილისის მერიასთან, შესაბამისად ინვესტორმა იცის, თუკი შეიძენს ამა თუ იმ მიწას, იცის რა პირობაა მშენებლობის, რა ტიპის ობიექტი შეიძლება ააშენოს და რა მოცულობის ინვესტიცია ჩადოს", - განაცხადა ნათია თურნავამ.