მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„Pulsar-ი არის კომპანია, რომლისთვისაც პანდემია ხელშემწყობი აღმოჩნდა“ - დაჩი ჭოლაძე

5f99a62a08025
BM.GE
25.10.20 23:22
2181
„ავტოდილერი კომპანიებისთვის Pulsar-ი ძალიან კარგი გამოსავალია, ეს კი ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის ხელშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდა”, - ამის შესახებ კომპანია Pulsar Al-ის დამფუძნებელმა, დაჩი ჭოლაძემ Forbes Talk-ში განაცხადა.

Pulsar Al-ი ერთ-ერთი პირველი სტარტაპია, რომელმაც სილიკონ ველიზე მნიშვნელოვანი ინვესტიციის - 1.2 მილიონი აშშ დოლარის მიღება და საინტერესო გამოცდილების დაგროვება მოახერხა. დღეს კომპანია ორი ოფისიდან - თბილისიდან და სანფრანცისკოდან - ოპერირებს.

კომპანიის კოვიდ პანდემიასთან შეჯახება, მისი დამფუძნებლის თქმით, დიდი გამოცდილება იყო, რადგან Pulsar-ი საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმ კომპანიებისთვის, ვისაც კრიზისი შეეხო და თან Pulsar-ის სერვისით სარგებლობდა.

„ავტოდილერი კომპანიებისთვის Pulsar-ი ძალიან კარგი გამოსავალი აღმოჩნდა, ეს კი ჩვენთვის ხელშემწყობი ფაქტორია. თუმცა, რაც უფრო გამწვავდა კრისიზი და იქამდე მივიდა, რომ რამდენიმე შტატში დილერებმა კომპანიები დახურეს, მათ ცხადია, არც ჩვენი მომსახურების მიღება შეეძლოთ. ასევე, გვყავს რამდენიმე ათეული მომხმარებელი, რომელიც სწორედ ამ პერიოდში შევიძინეთ, შესაბამისად, ამ შედეგით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემია ჩვენთვის ხელშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდა“, - განაცხადა დაჩი ჭოლაძემ.

კომპანიას დღეს აშშ-ში რამდენიმე ათეული მომხმარებელი ჰყავს: ძირითადად, ავტოდილერები, ანუ ის კომპანიები, რომლებიც საწარმო ბაზარზე ახალ და მეორად მანქანებს ყიდიან. პრობლემა, რომელსაც Pulsar-ი აგვარებს, არის მომხმარებელსა და კომპანიას შორის კომუნიკაცია იმის გამო, რომ კომპანიებს არ აქვთ რესურსი სწრაფი ელექტრონული კომუნიკაციისთვის. მისი მთავარი ღირებულება ისაა, რომ სერვისით დაინტერესებულ მომხმარებლებს ავტომატურად დროული და ზუსტი პასუხი გაეცეთ, ეს კი გამოწვევაა ყველა ისეთი ინდუსტრიისთვის, სადაც მომხმარებლები ონლაინ ეძებენ მათთვის სასურველ სერვისს ან პროდუქტს.

„ჩვენ ფოკუსი, საწყის ეტაპზე, მთლიანად არის ავტოდილერებზე. ბუნებრივია, შორეულ პერსპექტივაში ვხედავთ ჩვენი პროდუქტის გამოყენებას სხვა ვერტიკალებზეც, მაგალითად, უძრავი ქონების ბაზარზე, ფინანსურ ინსტიტუტებში, იმ ფონზე, რომ გარკვეული გამოცდილება ამ მხრივ ქართულ ბაზარზეც გვაქვს“, - განმარტავს ჭოლაძე.

საგულისხმოა, რომ შექმნის მომენტიდან დღემდე Pulsar-ის გუნდი გაიზარდა როგორც საქართველოში, ასევე აშშ-შიც. დღეს კომპანიის ორივე ქვეყანაში 35-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, რაც ნიშნავს, რომ ინვესტიციის მიღების შემდეგ, კომპანია დაახლოებით 2-ჯერ დიდი გახდა.

„ჩვენი პროდუქტი არის გაყიდვადი, ადგილობრივ ბაზარზე გვყავდა რამდენიმე არაპირდაპირი კონკურენტი. ჩვენი მომხმარებლის დამსახურებაა ის, რომ კონკურენტი პროდუქტი გააუქმა და ჩვენთან გადმოვიდა, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი წარმატებაა. ამის მიზეზი კი პრობლემის მოგვარების ხარისხია. უნდა აღვნიშნოთ ისიც, სადამდე მიჰყვება Pulsar-ი პრობლემას და აგვარებს მას: ეს არ ხდება მხოლოდ პირველ ეტაპზე, როცა ფილტრავს აქტიურ და არააქტიურ მომხმარებლებს, რომელსაც დილერმა მეტი დრო უნდა დაუთმოს. ჩვენს კომპანიას უფრო სრულფასოვანი დიალოგი აქვს მომხმარებელთან, მასთან შეხვედრის ჩანიშვნას ახერხებს, რომ მოიყვანოს დილერშიფში“, - ამბობს დაჩი ჭოლაძე.

რაც შეეხება მისი მუშაობის სპეციფიკას, სხვადასხვა კომპანიის მომხმარებლების ყველა შემოსულ მომართვაზე პირველი რეაგირება სწორედ Pulsar-ისგან ხდება. თუ ამის შემდეგ მომხმარებელი კონტაქტს აგრძელებს და მანქანის მახასიათებლებზე სვამს შეკითხვას, ამ შეკითხვასაც Pulsar-ი 1 წუთზე ნაკლებ დროში პასუხობს; ხოლო თუ წყვეტს - Pulsar-ი დაახლოებით 2 თვე ინახავს მომხმარებელს და ცდილობს, მისგან უკუკავშირი გამოიწვიოს იმისთვის, რომ ის დილერისთვის უფრო ღირებულ ლიდად აქციოს. ასევე, Pulsar-ი ახდენს იმ პირველ ფილტრაციას, ვისთან ჯობს უფრო მეტი დროის დახარჯვა იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მაღალია ალბათობა, რომ მომხმარებელმა პროდუქტი შეიძინოს.

კომპანია წარმატებით ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე ამერიკის ბაზარზე, თუმცა პროდუქტით ინტერესდება არა მარტო ამერიკა, არამედ ის ქვეყნებიც, სადაც ინგლისურენოვანი კომუნიკაცია მიდის მომხმარებელსა და კომპანიას შორის. კომპანიის სამომავლო გეგმებში ბაზარზე უფრო გაფართოვება და რესურსების ზრდა შედის იმისთვის, რომ Pulsar-ი წინ უფრო სწრაფი ტემპით წავიდეს.