მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინმა მსხვილ რუსულ კომპანიებს ყირიმში ბიზნესის დაწყებისკენ მოუწოდა

623349f39e3a2
ვიქტორია მღებრიშვილი
17.03.22 18:54
2159
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთში მოქმედ მსხვილ კომპანიებს, მათ შორის ბანკებს არ უნდა ეშინოდეთ და ყირიმში მუშაობა უნდა დაიწყონ. ამის შესახებ მან ყირიმის და სევასტოპოლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ახლა ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ მსხვილ ბიზნესსტრუქტურებს, რომლებსაც პირდაპირ ვიტყვით ადრე გარკვეული სანქციური ზომების ეშინოდათ, არაფრის შეეშინდეთ. ახლა მათ შორის ბანკებს შეუძლიათ მშვიდად მოვიდნენ ნახევარკუნძულზე და აქტიურად იმუშაონ რეგიონში“, - განაცხადა პუტინმა.

კერძოდ მან „პრომსვიაზბანკი“ გამოყო, რომელიც სახელმწიფოს 100%-იანი მონაწილეობით ერთ-ერთი წამყვანი ბანკია და ნახევარკუნძულზე უკვე წარმოდგენილია. „თუმცა ახლა ორგანიზაციამ ყირიმში მუშაობა რაც შეიძლება სწრაფად და ფართოდ უნდა დაიწყოს. უნდა გავატაროთ პროდუქტიული ხაზი. დააკრედიტოთ სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ტურიზმი და სხვა საკვანძო დარგები რეგიონებში. გახსენით აქ განყოფილებები და ფილიალები და განავითარეთ საცალო ქსელი“, - თქვა პუტინმა.

მისი თქმით, ეს ყოველივე ყირიმში საქმიანი აქტივობის სტიმული გახდება და რუსეთის ფედერაციის სხვა სუბიექტებთან კოოპერაციას გაზრდის.

ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ დასავლეთის სანქციები ქვეყანას არაერთ პრობლემას უქმნის, მაგრამ ამასთან ერთად ახალ შესაძლებლობებს ხსნის.