„ქართული თხილისთვის ბაზარი მაქსიმალურად დივერსიფიცირებულია და ექსპორტის 70% ევროკავშირის ბაზარზე მოდის," - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გადაცემის „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ამ სექტორში, ქვეყნის მასშტაბით, ათასობით ფერმერია დასაქმებული, აქედან, უმრავლესობა, დასავლეთ საქართველოში.
„შარშან, დაახლოებით, 115 მლნ დოლარის ქართული თხილის ექსპორტი განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ ბაზარი მაქსიმალურად დივერსიფიცირებულია და ექსპორტის 70% ევროკავშირის ბაზარზე მოდის. მიმდინარე წელს, ჩვენ ვაკვირდებოდით სექტორში მიმდინარე პროცესებს. კლიმატურმა პირობებმა, ასევე სხვა გარე ფაქტორებმა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ხდებოდა, გამოიწვია ის, რომ ვერ მივიღეთ იმ რაოდენობის და ხარისხის მოსავალი, როგორიც შარშან იყო. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ფერმერებმა ვერ შეძლეს სათანადო წამლობის განხორციელება; ამას დაემატა მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარება და ფასები, რის გამოც ჩვენს ფერმერებს შემოსავალი შეუმცირდათ. ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა სექტორის წარმომადგენლებთან და, შედეგად, დავიწყეთ ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც სწორედ ამ კონკრეტულ საჭიროებებზე იქნება მორგებული.
თხილის მწარმოებელი ფერმერების მხარდამჭერი პროექტის პირველი ეტაპი არის კადასტრი, თუ რომელ ფერმერს რა ფართობის, რა ჯიშის თხილი აქვს და ასევე, რა საჭიროებები არსებობს. შექმნილია შესაბამისი შტაბი, რომელიც აქტიურად მუშაობს. დღეისათვის, ჩვენი უწყების თანამშრომლების მიერ, 20.000 ჰა თხილის ბაღები უკვე რეგისტრირებულია. ჩვენ შევდივართ ყველა სოფელში და ყველა ფერმერს, ვინც ამ სფეროშია დასაქმებული, ვუწევთ მომსახურებას. მომავალი წლის თებერვლიდან, როცა დავასრულებთ რეგისტრაციის პროცესს, 1 ჰა ფართობზე განვახორციელებთ 500 ლარის ოდენობით დაფინანსების გაცემას, რაც იქნება გამოყენებული მხოლოდ თხილის მოვლის საშუალებების შესაძენად. ფერმერებს ბარათებზე დაერიცხებათ ქულები და ამ ქულების გამოყენებით, წამლობის განხორციელებისთვის საჭირო საშუალებების შეძენას სპეციალიზებულ მაღაზიებში შეძლებენ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი