11.ივნისი .2020 12:59

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩის პოზიციას 15 ივნისიდან დაიკავებს

 ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩის პოზიციას 15 ივნისიდან დაიკავებს
views 351
უკან

15 ივნისიდან ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩის პოზიციას დაიკავებს.

ციხელაშვილი დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე იმყოფებოდა და სახელისუფლებო გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს ბოლო მთავრობის სხდომა მქონდა სახელმწიფო მინისტრის რანგში. 15 ივნისიდან შევუდგები ახალ სამუშაოს, რაც არის სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიაში და მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ვენაში წარმოდგენილ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ: ქეთევან ციხელაშვილი ბოლო რამდენიმე წელია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებდა. ვინ შეცვლის მას მინისტრის პოსტზე, ამ ეტაპზე უცნობია. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, საზოგადოებას ამის შესახებ მოგვიანებით შეატყობინებს.