მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

QR კოდების სისტემას საქართველო რამდენიმე დღეში მიუერთდება - NCDC-ის ხელმძღვანელი

6183b37093c2c
მარიამ ვარადაშვილი
04.11.21 14:20
4319
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველო ევროკავშირის Covid-19 სერთიფიკატის ელექტრონულ სისტემას რამდენიმე დღეში მიუერთდება.

“ეგ გასულია ბოლომდე. ამაზე ძირითადად სამინისტროს IT დეპარტამენტი, იუსტიციის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო [მუშაობენ]. ვიცი, რომ დაახლოებით 10 დღეში უკვე საქართველო უნდა მიუერთდეს,”-განაცხადა გამყრელიძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ.

ევროკომიის 28 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით, დიდი ბრიტანეთი და სომხეთი ევროკავშირის Covid-19-ის სერტიფიკატის სისტემას მიუერთდნენ. კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გადაწყვეტილების შემდეგ, ამ ორ ქვეყანაში გაცემულ Covid-19-ის სერტიფიკატებს ევროკავშირიც აღიარებს.

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გვითხრეს, რომ სამუშაოები მიმდინარეობს, ტექნიკური ნაწილი დასრულებულია, ხოლო დეტალური ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

 BMG საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. მათგან დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.