მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2020 წლის ყველაზე დიდი მიღწევა იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი" - პრემიერი

5ef5c18a6f68d
ინგა მურუსიძე
26.06.20 13:44
963
პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას განცხადებით, 2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ამის შესახებ გახარიამ, პარლამენტში წლირი ანგარიშის წარდგენისას განათლების მიმართულებით დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე საუბრისას განაცხადა. 

„2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ეს უნდა იყოს უმაღლესი განათლების ახალი სტანდარტის დაწესება ქვეყანაში. ეს უნდა იყოს საუნივერსიტეტო ცხოვრების ის ქალაქი, სადაც საერთაშორისო დონეზე, კონკურენტუნარიანია განათლების ახალგაზრდები და სტუდენტები უნდა ცხოვრობდნენ. ამ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მათ უნდა შეეძლოთ საერთაშრისო კონკურენციაში მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, აღნიშნულმა უნივერსიტეტმა დროთა განმავლობაში რაც შეიძლება მეტი მიმართულება უნდა მოიცვას.

ინფორმაციისთვის, უნივერსიტეტს ფონდი „ქართუ“ აშენებს და ის პირველ სტუდენტებს წელს მიიღებს.