სურამში მოქმედი “გესთ ჰაუს სურამი 2016” ბიზნესს ავითარებს. საოჯახო ტიპის სასტუმროს გაფართოების გეგმაზე bm.ge-ს მისი დამფუძნებელი მარიამ კობალაძე ესაუბრა.
მისი ინფორმაციით, ტურისტული ობიექტი დღეისთვის ოთხ ოთახს აერთიანებს და ჯამში, რვა ადამიანის მიღება შეუძლია.
დღეისთვის საოჯახო სასტუმრომ “საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით, სამი ნომერი უკვე განაახლა. ამისთვის 10 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მარიამ კობალაძე აღნიშნავს, რომ მათ სასტუმროს სამომავლო გაფართოების გეგმაც აქვთ.
“დღეისთვის სამი ნომერი განვაახლეთ. ამ ყველაფერს "საქართველოს ბანკის" გარეშე ვერ შევძლებდით, მათთან თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა. ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ და გაფართოებას მომავალშიც ვგეგმავთ. ის გეგმა დიდი ხანია გვაქვს, თუმცა მის შესრულებაში ხელი პანდემიამ შეგვიშალა. მინდა, ერთი სართულის დამატება, უკვე პროექტიც მზად მაქვს, რომლის ფარგლებშიც სასტუმროს ექვსი ნომერი დაემატება და 25-მდე ადამიანის მიღებას შევძლებთ. ამისთვის 150 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია გვჭირდება. სიტუაციის დასტაბილურების შემდგომ გეგმის განხორციელებას დავიწყებთ”, - განმარტავს ის.
ცნობისთვის: მარიამ კობალაძემ ოჯახური ბიზნესი შვილთან ერთად 2016 წლიდან წამოიწყო. “გესთ ჰაუს სურამი 2016” ჯავშნებს booking.com-ის მეშვეობით იღებს და ძირითადად, საერთაშორისო ტურისტებს, გერმანიიდან და საფრანგეთიდან მასპინძლობს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი