მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახლა მოქმედების დროა... გულწრფელად იმედი მაქვს, საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წინ წაიწევს"

64563a3564b86
ალა ისპირიანი
06.05.23 15:31
763
ევროპის დღის აღსანიშნავად შევიკრიბეთ, რომელსაც საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება - ეს დიდი წარმატებაა. შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ახლა მოქმედების დროა.

"დღეს ევროპის დღეს ვზეიმობთ. 70-ზე მეტი წლის წინ სუვერენულმა დამოუკიდებელმა ევროპულმა ქვეყნებმა ძალები გააერთიანეს, რათა ევროპაში მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა შეენარჩუნებინათ. ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ევროპის დღეს აღვნიშნავთ მაშინ, როდესაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა ევროპელი ლიდერების მიერ.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, საქართველოს ევროპას მიეკუთვნება და საქართველოს გარეშე ევროპა სრული ვერ იქნება. აქ იმისთვის ვართ, რომ ევროპული ერთიანობის, ევროპული მრავალფეროვნების შესანიშნავი იდეა აღვნიშნოთ და ველოდებით საქართველოს! და გულწრფელად იმედი მაქვს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წინ წაიწევა იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია. ამიტომ, ახლა მოქმედების დროა, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.