მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესს ფასის გადახდა მოგვიწევს... ფრთხილად უნდა ვიყოთ ნებისმიერ განცხადებაზე, რომელიც დასავლელი კოლეგების კრიტიკაზეა მიმართული"

62ef567b80181
BM.GE
07.08.22 19:06
1029
"ქართულ ბიზნესს ამ რიტორიკის ფასის გადახდა ჯერ კიდევ მოგვიწევს, ამიტომ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ ნებისმიერ განცხადებაზე, რომელიც მიმართულია ჩვენი დასავლელი კოლეგების კრიტიკაზე",-ამის შესახებ "თბილისი ცენტრალის" გენერალური დირექტორი და სავაჭრო ცენტრების ასოციაციის თავმჯდომარე ლევან ყარალაშვილი "ანალიტიკასთან" ინტერვიუში აცხადებს. 

მისი თქმით, ყველა ამ განცხადებას თვალ-ყურს ადევნებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და პოტენციური ინვესტორები, ამიტომ ასეთ დროს ხელისუფლების წარმომადგენლებს მეტი სიფრთხილის გამოჩენა მართებთ. 

"ნებისმიერი ინვესტორი, რომელიც ევროპიდან, ამერიკიდან შემოდის, ყველაფერს უყურებენ და არანაირი ინტერესი აღარ აქვთ დამატებითი ინვესტიცია განახორციელონ, ამიტომ ხელისუფლებას მეტი სიფრთხილე მართებთ. აბსოლუტურად უნდა გაითვალისწინონ, რომ ნებისმიერი რიტორიკა იქნება, თუ დამოკიდებულება იმ წამყვან ეკონომიკებთან, რომლებიც მსოფლიოში გადამწყვეტ როლს თამაშობენ, აისახება ჩვენთან საინვესტიციო ნაკადებზე და ამ მიმართულებით მეტი სიფრთხილე მართებს.

დამოუკიდებლად ბიზნესი ვერ შეძლებს გარემო გააუმჯობესოს და მნიშვნელვანი საინვესტიციო წყაროები გააჩინოს, ამას შეთანხმებული მოქმედება სჭირდება, რისი სერიოზული დეფიციტიცაა ქვეყანაში",-აცხადებს ლევან ყარალაშვილი.