31.იანვარი .2020 16:25

"ჩვენი პროგნოზი გამართლდა" - ირაკლი კოვზანაძე 2019 წელს ეკონომიკის 5.2%-იან ზრდაზე

views 545
უკან

"2019 წელს დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგია", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის მიხედვით, 2019 წელს ქვეყნის ეკონომიკა 5.2 % -ით გაიზარდა.

მისი თქმით, გასულ წელს, როცა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განიხილებოდა, კომიტეტის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, გადახედილიყო ეკონომიკური მაჩვენებელი ზრდის მიმართულებით.

"ჩვენი პროგნოზი გამართლდა", - აღნიშნა კოვზანაძემ.

მისი თქმით, მაღალი ეკონომიკური აქტივობა რამდენიმე მიზეზმა განაპირობა.

"ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზრდის ტემპი შენარჩუნებულია. მიუხედავად ზაფხულში არსებული პრობლემებისა, 2019 წლის ოქტომბერიდან ტურისტული შემოსავლები იზრდება, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა დაკრედიტების მაღალი ზრდა, ასევე გვაქვს კარგი მაჩვენებლები ფისკალური მიმართულებით“, - განაცხადა კოვზანაძემ

ასევე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს 2020-2024 წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი, დაახლოებით 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნება ევროპისა და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა