მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დეზერტირების ბაზრის" მიმდებარედ, სეს-მა ხორცის 6 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

61af0564c3f82
ინგა მურუსიძე
07.12.21 10:56
474
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხორცის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს.

როგორც bm.ge-ს სეს-დან აცნობეს, თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს "დეზერტირების ბაზრის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ეგრეთ წოდებულ „გვირაბში“, სადაც წინა წლებში ხშირად აღინიშნებოდა დარღვევები.

"შემოწმებული 10 ობიექტიდან კრიტიკული შეუსაბამობების გამო, დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა 6 ბიზნესოპერატორს (5 ინდმეწარმეს და შპს „დანტეს“). ინსპექტირების შედეგად დაილუქა გაურკვევლი წარმომვლობის 40 კილოგრამი ხორცი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განადგურდა", - ნათქვამია სეს-ის ინფორმაციაში.