მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომ მოსახლეობაზე აისახოს, ეკონომიკის მრავალწლიანი ზრდაა საჭირო"- პაპავა

631652b6e6d19
ალა ისპირიანი
06.09.22 00:20
770
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის 7 თვის მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში უპრეცედენტოა. საუბარია გასულ კვირას გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, რომელმაც 10.3%-ი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა ზრდის მიუხედავად, მოსახლეობის კეთილდღეობაზე აღნიშნული რიცხვები შესაბამისად არ ისახება, რის მიზეზადაც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვან ეკონომისტს გიორგი პაპავას ეკონომიკის მოკლევადიანი ზრდა მიაჩნია.

როგორც მან Bm.ge-სთან თქვა, იმისათვის, რომ ეკონომიკის ზრდა მოსახლეობის ფართო ფენებზე დადებითად აისახოს, ეკონომიკის რამდენიმეწლიანი ზრდაა საჭირო.

„როდესაც ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობთ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მის გადანაწილებას და კეთილდღეობაზე გავლენის მოხდენას ფართო ფენებისთვის გარკვეული დრო სჭირდება. როდესაც წელი ან ორი წელი მაღალია ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ყველას მდგომარეობა უმჯობესდება.

იმის აღქმა, რომ გაჩნდეს ადამიანების ფართო ფენებში, რომ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად მათი კეთილდღეობაც ორნიშნა ნიშნულზე იზრდება, ამისთვის საჭიროა, რომ მსგავსი ეკონომიკური ზრდა მრავალი წლის განმავლობაში გვქონდეს და ეს ზრდა სტაბილური და მდგრადი უნდა იყოს", - ამბობს იგი.