მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯადოსნური ახალი წლის განწყობა ყველასთან მოვა’’ - Coca-Cola წლევანდელი კამპანია

639ec24d68e45
BM.GE
19.12.22 10:15
1836
დღესასწაული გვიახლოვდება და ტრადიციულად ამას Coca-Cola განსაკუთრებული საახალწლო კამპანიის დაწყებით აღნიშნავს. წლევანდელი კამპანიის სლოგანია "ჯადოსნური ახალი წლის განწყობა ყველასთან მოვა’’. ის გვახსენებს ახალი წლის შეუჩერებელ, ჯადოსნურ ძალას, რომელსაც ადამიანების გასაერთიანებლად ყველა დაბრკოლების გადალახვა შეუძლია.

2021 წელს Coca-Cola-მ საზოგადოებას ახალი, გლობალური ბრენდის პლატფორმა და ფილოსოფია, სახელად Real Magic, წარუდგინა. ამ ფილოსოფიაში მთავარია რწმენა, რომ როცა ერთად ვართ და ჩვენს შეგრძნებებს ერთმანეთს ვუზიარებთ, ჯადოსნური განწყობა თავისით მოდის.

Coca-Cola-ს წლევანდელი საახალწლო კამპანიის გზავნილია, რომ მოგონებები აკავშირებს და აერთიანებს ადამიანებს მაშინაც თუ კი ეს შეუძლებელია: საახალწლო განწყობა ყველასთან მოვა.’’

კამპანია მრავალ არხში იქნება გაშლილი. სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით, Coca-Cola მთელ საქართველოში, ჯადოსნური განწყობის აღსანიშნავად გამორჩეული და სამახსოვრო მომენტების სერიას შექმნის. ეს კამპანია კიდევ ერთხელ გვახსენებს სადღესასწაულო ტრადიციების მნიშვნელობას ჩვენი ოჯახების, მთლიანად საზოგადოების გასაერთიანებლად.
„ამ კამპანიას ჩვენ ვუძღვნით ოჯახებს, მეგობრებს, ჩვენს წარსულსა და აწმყოს, ასევე იმ საერთო მოგონებებს, ტრადიციებს, რომელიც უხილავი ძაფებით აკავშირებს ოჯახის სხვადასხვა თაობას ახალი წლის სუფრასთან”, - აცხადებენ კომპანიაში.

„კოკა-კოლა“ არაფერთან ასოცირდება ისე, როგორც ახალ წელთან. სანტას საშობაო ქარავანი და დაუვიწყარი სიმღერა – ეს ის კომპონენტებია, რომლის გარეშე ახალი წელი უკვე წარმოუდგენელია. ეს არის ის, რასაც ძალიან ვაფასებთ.

უკვე 25 წელია, „კოკა-კოლას“ მანქანების დანახვა ახალი წლის მოახლოების ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. საახალწლო ქარავანი ჯადოსნურ განწყობას ყველა შემხვედრს უქმნის. მუსიკალური, მხიარული და განათებული სატვირთო მანქანები ახალი წლის განუყოფელ ტრადიციად იქცა, რომლის მიზანია ადამიანებისთვის სიყვარულის, ჯადოსნური ძალის და ემოციების გაზიარება. „კოკა-კოლას“ საშობაო ტური ყველაზე გამორჩეული, კეთილი და ზღაპრული გამოცდილებაა, რომელიც ძალას არასდროს კარგავს. „კოკა-კოლა“ გვახსენებს და გვაბრუნებს იქ, სადაც სასწაულები ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხდება, ნანატრი ოცნებები სრულდება და ზღაპრების მსგავსად ნამდვილ ამბებში სიკეთე იმარჯვებს.

საახალწლო ზღაპარი მთელი ქვეყნის მასშტაბით იწყება!

წელს, განახლებული ჯადოსნური ქარავანი 19 დეკემბერს, სტარტს დასავლეთ საქართველოდან აიღებს და ჯადოსნურ განწყობას საქართველოს ყველა ქალაქში მიიტანს.

(R)