მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯიბიდან გადახდების 70% აფთიაქებში დატოვებულ თანხაზე მოდის" - სერგეენკო ტიკარაძეს მიმართავს

5fe1fbe2d4a48
ინგა მურუსიძე
22.12.20 18:42
2743
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯიბიდან გადასახადების 70% კვლავ აფთიაქებში დატოვებულ თანხაზე მოდის. სერგეენკომ ამ სიტყვებით მიმართა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ ეკატერინე ტიკარაძეს და დაინტერესდა, თუ რა ბიუჯეტი იხარჯება ქრონიკური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში.

„ჩემთვის ცნობილია, რომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა ინტეგრირდა საყოველთაო ჯანდაცვაში. მიუხედავად ინტეგრირებული პროგრამისა, დაახლოებით, რა ბიუჯეტი იხარჯება ამაზე და თუ მოიაზრება მომავალში მონიტორინგი, თუ რა თვისობრივი სტრუქტურა აქვს, ანუ რა მედიკამენტებზეა მოთხოვნა, რა მედიკამენტებზეა დეფიციტი, რადგანაც სწორად დაგეგმარება სხვადასხვა ჯგუფის დაავადებების ძალიან მოგვეხმარება ერთობლივ სწორად დაგეგმვაში და ამასთან კავშირშია - ჯიბიდან გადასახადები. ჯიბიდან გადასახადების დომინანტი, 70%-ზე მეტი, სამწუხაროდ, არის ისევ და ისევ აფთიაქებში დატოვებული თანხა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ამ მხრივ სისტემური ნაბიჯები გადაიდგმება.

"ამიტომ მე იმედს გამოვთქვამ, რომ პარლამენტთან ერთად, რომელიც ინტენსიურად მუშაობს ახალ კანონზე, ჩვენ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ამ მხრივ რაღაც სისტემური ნაბიჯები გადაიდგას, რადგანაც არაგადამდები დაავადებები და მათი მართვა არის კატასტროფული ფინანსური ტვირთი ჩვენს მოსახლეობაზე და ძალიან რთული იქნება რაიმე სისტემის გამართვაზე საუბარი, როდესაც ადამიანებს უბრალოდ არ ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ შეიძინონ ექიმის მიერ გამოწერილი წამალი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.