მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კერხერმა" თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის ძეგლის ქვეშ არსებული შადრევანი გადარეცხა (R)

614dd785b729e
ინგა მურუსიძე
24.09.21 16:42
10453
უკვე 40 წელზე მეტია მსოფლიოში არქიტექტურულ -კულტურული ძეგლების წმენდის ღონისძიება იმართება, რომელსაც უკვე არაერთი წელია საქართველოც უერთდება. ჯერ კიდევ 2017 წლიდან დედაქალაქში და არამხოლოდ, ძეგლების რეცხვა-დასუფთავების კამპანიას აწარმოებს კომპანია „კერხერიც“, რომელმაც მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის ძეგლის ქვეშ არსებული შადრევანი გადარეცხა.



როგორც BM.GE-ს კომპანიაში უთხრეს, ღონისძიება შპს „ეკოსერვისისა“ და „თბილსერვისის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

„უკვე არაერთი წელია აღნიშნულ აქციაში ვმონაწილეობთ. მაგალითად 2017 წელს გაირეცხა ილია და აკაკის ძეგლი პირველ სკოლასთან; ასევე ვაჟა-ფშაველას ძეგლი; მოირეცხა ნიკოლოზ ბარათაშვილის მიწისქვეშა გადასასვლელი ხიდი, გარდა ამისა, დამოუკიდებლობის დღისთვის მოსამზადებელ სამუშაოებში მოხალისეობრივად ვიღებთ მონაწილეობას „თბილსერვისთან“ ერთად. მოირეცხა ოპერის წინ არსებული მიწისქვეშა გადასასველი; ვაკეში მიწისქვეშა გადასასვლელი, ხოლო უკვე წელს, გაირეცხა წმინდა გიორგის ძეგლის ქვემოთ არსებული შადრევანი, რაც მიმდინარე წელს ჩვენი მეორე პროექტია.

ჩვენი კამპანია მხოლოდ თბილისში არ ტარდება, უკვე მოვრეცხეთ ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ძეგლი და იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებული შადრევანი. ვფიქრობთ, ღონისძიება, რომელშიც ძალიან აქტიურად ვართ ჩართული, არამხოლოდ დასუფთავების აქციაა, არამედ სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც საზოგადოების ყველა წევრს გვმართებს“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი და დასძენს, რომ კომპანია „კერხერმა“ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა წელს ჩატარებულ დასუფთავების დღეებზეც, რომელიც ყოველწლიურად იმართება.

ინფორმაციისთვის, მსოფლიო მასშტაბით ძეგლების წმენდის პროექტებს 1980 წლიდან ჩაეყარა საფუძველი და ჩამოყალიბდა როგორც „კერხერის“ კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) მსოფლიო მემკვიდრეობის წინაშე.



აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბაზარზე 100-ზე მეტწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია „კერხერი“ ქართულ ბაზარზე 2016 წელს, ოფიციალური წარმომადგენლობით გაიხსნა.

კომპანია აწარმოებს როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე პროფესიონალური დანიშნულების დასუფთავების აპარატებს და საქართველოში სამი მაღაზიით არის წარმოდგენილი: დიღომში, ბელიაშვილის #167-ში, ვაჟა-ფშაველას #4-ში და ბათუმში, ლუკა ასათიანის #51-ში.

აქვე აღსანიშნავია, რომ პანდემიური და არა მხოლოდ ამ საჭიროებიდან გამომდინარე, „კერხერის“ პროდუქციის შეძენა ონლაინ-მაღაზიაშიც არის შესაძლებელი, მისამართზე: www.karchershop.ge

კომპანიის წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში „კერხერის“ უპირატესობებზე საუბრობს:

„ბრენდს 100-წლიანი გამოცდილება აქვს მხოლოდ დასუფთავების ტექნიკის წარმოებაში. აწარმოებს როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე პროფესიონალური დანიშნულების აპარატებს. აპარატები შექმნილია გერმანული ხარისხით და ევროპული სტანდარტების სრული დაცვით. ასევე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პროფესიონალური აპარატების ადგილზე შეკეთების სერვისს, რაც უკონკურენტოა ქართულ ბაზარზე. კერხერის „მობილური სერვისი“, ეს არის სერვისს დამატებული სარგებელი, რაც გულისხმობს, არასაგარანტიო აპარატების ადგილზე დიაგნოსტირებას და შეკეთებას. ეს სერვისი განაპირობებს მომხმარებლის დროისა და რესურსების დაზოგვას. აღნიშნული სერვისით მომხმარებელი აღარ არის ვალდებული, მოახდინოს აპარატის ტრანსპორტირება „კერხერის“ სერვისცენტრამდე და არ უწევს რამდენიმედღიანი ლოდინი მისი შეკეთებისთვის, ყველაფერი ხდება ადგილზე ვიზიტით უმაღლესი დონის პროფესიონალების მიერ, შესაბამისად, აღჭურვილი ავტომობილით“, - ამბობენ კომპანიაში.

აქვე აღსანიშნავია, რომ კომპანია, რომელიც ამ დროისთვის 40-მდე თანამშრომელს ასაქმებს, მომხმარებელს ხშირად ანებივრებს აქციებით. კერხერ-ცენტრებსა და ონლაინ მაღაზიას ყოველთვის აქვს 2 კვირიანი აქცია როგორც საყოფაცხოვრებო ასევე პროფესიოანლურ აპარატებზე. ასევე მომხმარებლებს ხშირად სთავაზობს 20%-იან აქციებს საყოფაცხოვრებო აპარატების სრულ ასორტიმენტზე.

ძირითადი სიახლეების გაცნობა მომხმარებელს შეუძლია კომპანიის facebook- გვერდზე:  https://www.facebook.com/karcher.ge

ხოლო ბიზნეს შეთავაზებების გასაცნობად: https://www.facebook.com/karcherprofessional.Georgia