04.მაისი .2021 13:02

"მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. მწვანე პასპორტებზე, რომლებიც სრული ვაქცინაციის შემდეგ გაიცემა"

 "მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. მწვანე პასპორტებზე, რომლებიც სრული ვაქცინაციის შემდეგ გაიცემა"
views 278
უკან

აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. მწვანე პასპორტებზე, რომლებიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა და ეს საკითხი უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, დასამტკიცებლად, უახლოეს პერიოდში წარედგინება - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. მწვანე პასპორტებზე, რომლებიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა და ეს საკითხი უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, დასამტკიცებლად, უახლოეს პერიოდში წარედგინება. ამასთანავე, საბჭოს ფორმატში განიხილება სხვადასხვა ტიპის შეღავათების დაწესება იმ პირებისთვის, რომლებსაც ჩატარებული ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი.

ინფიცირების შემთხვევები, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, იზრდება, მოგეხსენებათ, თუმცა სისტემა მზად არის ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი და მთავრობა სრულად მართავს პროცესს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დადგენილი რეგულაციები და ხელი შეუწყონ ვირუსის გავრცელების პრევენციას, სწორად გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია”, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა