მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როდის ახსენა ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლოს პუტინი?" - რომან გოცირიძე

6290a0572f6c7
მარიამ ვარადაშვილი
27.05.22 14:08
500
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოს მოქმედი მთავრობა ევროინტეგრაციის გზაზე “მუხრუჭია”.

ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს უსმენენ.

“საქართველოს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ევროპული განვითარების გზაზე მუხრუჭია. აქ იყო საუბარი იმაზე, ელჩების მოწოდებებს რატომ არ ითვალისწინებთო. რატომ არ ითვალისწინებთ ჩვენი ევროპელი მეგობრების მოწოდებებს, რომლებიც შემდეგ მოღალატეებად გამოაცხადეთ. უკრაინის პრეზიდენტს უარი უთხარით პარლამენტში გამოსვლაზე. ფაქტობრივად, არ დარჩენილა ევროპის არცერთი პარლამენტი, სადაც ის სიტყვით არ გამოსულა. როდის ახსენა ირაკლი ღარიბაშვილმა პუტინი?! რატომ არ ახსენებთ პუტინს?! რუსეთი ძლივს რომ ამოგაღერღინეთ”, - განაცხადა გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.