მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო ისევე იბრწყინებს მთელი მსოფლიოს დასანახად, როგორც დღეს ხვიჩა კვარაცხელია" - აშშ-ის საელჩო საქართველოში

64551d419d326
ალა ისპირიანი
05.05.23 19:14
920
აშშ საელჩო საქართველოში "ნაპოლის" სერია A-ს გამარჯვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ვუერთდებით საქართველოსა და ნეაპოლში მიმდინარე საყოველთაო დღესასწაულს. საქართველოს მომავალი მართლაც ევროპაშია, სადაც მისი შესაძლებლობები რეალიზდება და ისევე იბრწყინებს მთელი მსოფლიოს დასანახად, როგორც დღეს ქართველი ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია.

გილოცავთ, ეს მხოლოდ დასაწყისია", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 33-წლიანი პაუზის შემდეგ "ნაპოლი" სერია A-ს გამარჯვებული არსებობის ისტორიაში გუშინ მესამედ გახდა.