კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. უკვე 9 წელია, ბანკი „Chevening“-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა სრული დაფინანსებით გააგრძელონ. 2022-2023 სასწავლო წლის გამარჯვებული სტიპენდიანტები უკვე ცნობილია, ესენია: ფიქრია ელიზარაშვილი, თამარ ჯაფარიძე და ირმა მათოშვილი.
ფიქრია სამაგისტრო პროგრამას ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით Strathclyde-ის უნივერსიტეტში დაეუფლება; თამარი King's College London-ში, ეკონომიკისა და საერთაშორისო განვითარების სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძობს სწავლას, ხოლო ირმა სწავლას Oxford Brookes-ის უნივერსიტეტში, საერთაშორისო მასპინძლობის, ღონისძიებებისა და ტურიზმის მენეჯმენტის პროგრამაზე გააგრძელებს.
აღსანიშნავია, რომ დაფინანსება მოიცავს დიდი ბრიტანეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში არა მხოლოდ სწავლის საფასურის, არამედ ისეთი ხარჯების უზრუნველყოფას, როგორიცაა: ყოველთვიური სტიპენდია, მგზავრობა, დისერტაციის / თეზისის გრანტი და ვიზის გადასახადი. 2013 წლიდან დღემდე, უკვე 20-მა სტუდენტმა მიიღო უმაღლესი განათლება დიდ ბრიტანეთში საქართველოს ბანკისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით.
„“Chevening”-ის სასტიპენდიო პროგრამა იმ სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც სწავლის გაგრძელება სამაგისტრო საფეხურზე გაერთიანებულ სამეფოში სურთ. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით უკვე 20 ქართველ სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა სრული დაფინანსებით მიეღო განათლება დიდი ბრიტანეთის საუკეთესო სასწავლებლებში. სულ მალე კი, ამ რიცხვს კიდევ 3 სტუდენტი შეუერთდება. “Chevening”-ი შესანიშნავი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის მიიღონ უნიკალური გამოცდილებები და აღმოაჩინონ უსაზღვრო შესაძლებლობები, პროგრამის დასრულების შემდეგ კი, შეძენილი ცოდნა ისევ საკუთარ ქვეყანას და მათი პროფესიული სფეროს განვითარებას მოახმარონ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ამ და სხვა პროექტების განხორციელებას. ჩვენი მიზანია მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს წვდომა განათლებასა და განვითარებისათვის საჭირო რესურსებზე“, - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.
სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, 2023-2024 სასწავლო წლის კონკურსი შემოდგომით კვლავ გამოცხადდება. დამატებითი ინფორმაციისთვის და „Chevening“-ის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.chevening.org/scholarship/georgia/
ინფორმაციისთვის, „Chevening“ დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელიც 1983 წელს დაარსდა. დღესდღეობით პროგრამას 42,000-ზე მეტი სტიპენდიანტი ჰყავს მსოფლიოს 118 ქვეყნიდან. 2013 წელს საქართველოს ბანკსა და დიდი ბრიტანეთის მთავრობას შორის გაფორმდა პარტნიორობა, რის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაერთიანებული სამეფოს წამყვან უნივერსიტეტებში, სრული დაფინანსებით მიიღონ საუკეთესო ხარისხის განათლება სასურველი მიმართულებით. „Chevening“ ერთ-ერთია იმ მრავალი პროექტიდან, რომელსაც საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უჭერს მხარს. ვრცლად ბანკის სხვა CSR პროექტების შესახებ აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://csr.ge/ka
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი