მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების დაწესება ქართული პროდუქციის ექსპორტს ხელს შეუწყობს" - FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში

64807cc48ef59
თინათინ ნატმელაძე
07.06.23 20:33
465
FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში, რაიმუნდ იელე აღნიშნავს, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტზე გასასვლელად აუცილებელია, სურსათის უსაფრთხოების სტანდარტები დაინერგოს და ადგილობრივი მწარმოებლების ცნობიერება ამაღლდეს.

ამის შესახებ მან სურსათის უვნებლობის მსფოლიო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა. 

"რა თქმა უნდა, საქართველოში არსებობს პროდუქტები, რომელიც მზად არის ევროპის ბაზარზე გასასვლელად და გადის კიდევაც, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი.

ძალიან ბევრი მცირე მეწარმე და ფერმერი არსებობს საქართველოში, ამიტომ სურსათის უვნებლობის სტანდარტების უზრუნველყოფა ძალიან რთულია, აქ იგულისხმება, რა პესტიციდებს იხმარს, როგორ გადაამუშავებენ, ამ სურსათს და ასე შემდეგ, ამიტომ ეს უნდა მოწესრგიდეს და ამის შემდეგ უფრო განვითარდება იმის შესაძლებლობა, რომ ქართული პროდუქცია ევროპის ბაზარზე გავიდეს", - აცხადებს რაიმუნდ იელე.

ეგახსენებთ: დღეს თბილისში სურსათის უვნებლობის მსფოლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც სურსათის წარმოების გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.