მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაქცინაში ნებისმიერი ფასის გადახდისთვის მზად ვიყავით... ვერ ხერხდებოდა მეტის შეძენა" - კაკაურიძე

60c89329840c4
ვიქტორია მღებრიშვილი
15.06.21 15:56
753

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ვაქცინის შესასყიდად ნებისმიერი თანხის გადახდისთვის მზად იყო, რადგან ვაქცინაცია ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ მან პარლამენტში ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ სხდომაზე გამოსვლისას "ლელოს" ერთ-ერთი წევრის ვატო სურგულაძის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ვაქცინების მობილიზების მიმართულებით, მთავრობის მუშაობის ეფექტიანობას შეეხებოდა.

გიორგი კაკაურიძე ირწმუნება, რომ საჭირო რაოდენობის ვაქცინა მხოლოდ იმიტომ ვერ შეიძინა ქვეყანამ, რომ მსოფლიოში საკმარისი რაოდენობა არ იყო.

„ფინანსთა სამინისტრო და მთავრობა ყოველთვის მზად იყო, ნებისმიერი ფასი გადაგვეხადა ვაქცინაში, მაგრამ უფრო მეტი ვაქცინის შესყიდვა ვერ ხერხდებოდა; დღეს, დაახლოებით, 3 მლნ დოზაზეა შეთანხმება მიღწეული, რომლის მიღება ამ თვის ბოლოდან დაიწყება და ამით მოსახლეობის ვაქცინაციის მინიმალურ ზღვარს მივაღწევთ, რაც გეგმაში გვქონდა. დიდად მეოთხე ტალღას არ ველოდებით და ნუ დავძაბავთ საზოგადოებას და ნუ შევქმნით უარყოფით მოლოდინებს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ფასის გამო, ვაქცინის შესყიდვაზე არასდროს არავის დაუხევია უკან... მოგეხსენებათ, ბევრ ქვეყანას ჰქონდა ხელშეკრულება გაფორმებული, თუმცა მთავარმა მწარმოებლებმა ვაქცინების მიწოდება დაუგვიანეს. ვაქცინის შეძენა ფულის გადახდაზე არ იყო დამოკიდებული; ნებისმიერ ფასად, რა რაოდენობაც ჩვენ გვჭირდებოდა, შევიძენდით, რადგან თითოეული დღე ვაქცინის გარეშე ეკონომიკისთვის უფრო მეტი დანაკლისი იყო, ვიდრე ძვირად შეძენილი ვაქცინა“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.