მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვიმუშავებთ იმ პროდუქტების პოპულარიზაციაზე, რაც პოსტკოვიდურ პერიოდშია მიმზიდველი"

6092884c339ab
ინგა მურუსიძე
05.05.21 16:43
558
დაახლოებით, ორი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ტურიზმის განახლებული სტრატეგია უკვე გაწერილია. მისი პრეზენტაცია პარლამენტში უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო.

დღეს bm.ge-მ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ მედეა ჯანიაშვილს ჰკითხა, თუ რა წერია ტურიზმის სტრატეგიაში და რა თანხის დახარჯვა იგეგმება მარკეტინგულ კამპანიებზე. 

"ზოგადად, წელს ტურიზმის ადმინისტრაციას ძალიან შეზღუდული ბიუჯეტი აქვს, წინა წლებთან შედარებით, თუმცა ვგეგმავთ  კონკრეტული, ფოკუსირებული კამპანიები გავაკეთოთ. ამაში იგულისხმება ის, რომ მოვახდინოთ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირება და უშუალოდ იმ პროდუქტების პოპულარიზაციაზე ვიმუშაოთ, რაც პოსტკოვიდურ პერიოდში არის მნიშვნელოვანი და მიმზიდველი ჩვენი საერთაშორისო სტუმრებისთვის", - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.