06.ივლისი .2020 16:30

"ვითიბი ბანკი" იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო

 "ვითიბი ბანკი" იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო
views 342
უკან

"ვითიბი ბანკი" იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო. როგორც bm.ge-ს ბანკის პრესსამსახურიდან აცნობეს, საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს აღნიშნული პროგრამით, თუ ის 2020 წლის ბოლომდე, ნებისმიერი დეველოპერული კომპანიისგან, შეიძენს ბინას და სესხის თანხა არ აღემატება 200 000 ლარს.

სესხის სუბსიდირება გულისხმობს საპროცენტო განაკვეთის 4%-ით თანადაფინანსებას 5 წლის ვადით.

"ვითიბი ბანკში" იპოთეკური სესხის განაკვეთი ლარში 7%-დან (ეფექტური 7.9%-დან) იწყება. სესხის ვადა კი 20 წლამდეა.
პროგრამის ფარგლებში პროცენტის სუბსიდირება შესაძლებელია ერთზე მეტი ბინის შეძენის შემთხვევაშიც, თუ სესხების ჯამური თანხა არ აღემატება 200 000 ლარს", - განმარტავენ ბანკში.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, ერთის მხრივ, ის ხელს შეუწყობს დეველოპერული სექტორის განვითარებას, ხოლო მეორეს მხრივ, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, შეიძინოთ უძრავი ქონება ისტორიულად მინიმალური საპროცენტო განაკვეთით ლარში. ვითიბი ბანკი ძალიან ბევრ დეველოპერულ კომპანიასთან თანამშრომლობს, ჩვენ კლიენტს ვთავაზობთ კომპლექსურ მომსახურებას, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე საუკეთესო ვარიანტის შერჩევას და სასურველი ბინის შესაძენად სესხის გაცემას გულისხმობს", - განაცხადა "ვითიბი ბანკის" საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ.
NS

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა