ყოფილი მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, "რონდელის ფონდის" უფროსი მკვლევარი ბუკა პეტრიაშვილი აცხადებს, რომ მთავარობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკომისიას საქართველოსთან დაკავშირებით მსგავსი რეკომენდაცია ჰქონოდა, რასაც შემდგომ ევროპულმა საბჭომ დაუჭირა მხარი. ამის შესახებ მან გადაცემა BMG Drive-ში ისაუბრა.
“ეს მიზეზთა ერთობლიობამ განაპირობა. სინამდვილეში საქართველოს ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა ძალამ არათუ არ გააკეთა, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ასეთი შედეგი დამდგარიყო. არ შეიძლება გქონდეს სურვილი ევროკავშირში გაწევრიანების და იყო რბილად რომ ვთქვათ ხისტი იმ მეგობრების მიმართ, რომლებიც შენს ქვეყანას ლობირებენ და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას. [პოლიტიკური ძალის] ლობირება ცრუ პროპაგანდის ნაწილია. ეს ხალხი ყოველთვის საქართველოს ლობირებდა და ისინი უნდა ყოფილიყვნენ ჩვენი ლობისტები, თუმცა საოცარი დარტყმის ქვეშ მოხვდნენ. ამას გარდა, მთელი რიგი საკითხებია, რომლებიც რეალურად დამაზიანებელი და ცუდი სიგნალი იყო იმისთვის, რომ მსგავსი გადაწყვეტილება [კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება] დამდგარიყო”, - განმარტა პეტრიაშვილმა.
უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის საქართველომ 12 მოთხოვნა უნდა შეასრულოს. მოთხოვნები გულისხმობს სასამართლოს რეფორმებს, დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულებას, ომბუდსმენად დამოუკიდებელი ადამიანის დანიშვნას და სხვა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი