25.ივნისი .2022 12:23

"ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა ასეთი შედეგი დამდგარიყო" - ბუკა პეტრიაშვილი კანდიდატის სტატუსზე

 "ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა ასეთი შედეგი დამდგარიყო" - ბუკა პეტრიაშვილი კანდიდატის სტატუსზე
views 990
უკან

ყოფილი მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, "რონდელის ფონდის" უფროსი მკვლევარი ბუკა პეტრიაშვილი აცხადებს, რომ მთავარობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკომისიას საქართველოსთან დაკავშირებით მსგავსი რეკომენდაცია ჰქონოდა, რასაც შემდგომ ევროპულმა საბჭომ დაუჭირა მხარი. ამის შესახებ მან გადაცემა BMG Drive-ში ისაუბრა.

“ეს მიზეზთა ერთობლიობამ განაპირობა. სინამდვილეში საქართველოს ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა ძალამ არათუ არ გააკეთა, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ასეთი შედეგი დამდგარიყო. არ შეიძლება გქონდეს სურვილი ევროკავშირში გაწევრიანების და იყო რბილად რომ ვთქვათ ხისტი იმ მეგობრების მიმართ, რომლებიც შენს ქვეყანას ლობირებენ და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას. [პოლიტიკური ძალის] ლობირება ცრუ პროპაგანდის ნაწილია. ეს ხალხი ყოველთვის საქართველოს ლობირებდა და ისინი უნდა ყოფილიყვნენ ჩვენი ლობისტები, თუმცა საოცარი დარტყმის ქვეშ მოხვდნენ. ამას გარდა, მთელი რიგი საკითხებია, რომლებიც რეალურად დამაზიანებელი და ცუდი სიგნალი იყო იმისთვის, რომ მსგავსი გადაწყვეტილება [კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება] დამდგარიყო”, - განმარტა პეტრიაშვილმა.

უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის საქართველომ 12 მოთხოვნა უნდა შეასრულოს. მოთხოვნები გულისხმობს სასამართლოს რეფორმებს, დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულებას, ომბუდსმენად დამოუკიდებელი ადამიანის დანიშვნას და სხვა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა