მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, IMF-ის პროგრამა გვჭირდება - გვენეტაძე

6179259bae153
შოთა ტყეშელაშვილი
27.10.21 14:34
546
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამის შესახებ გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებთან გამართულ შეხვედრაზე სწორედ IMF-ის ახალი პროგრამის პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

ამასთანავე, კობა გვენეტაძე ამბობს, რომ საქართველოს აღნიშნული პროგრამა ესაჭიროება, რადგანაც მსოფლიოში არსებული გაურკვევლობისა და ქვეყნის შიგნით პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, IMF-ს შეუძლია წარმოადგინოს ობიექტური შეფასებები საქართველოს ეკონომიკის შესახებ, რაც როგორც ინვესტორებისთვის, ასევე სარეიტინგო სააგენტოებისთვის არის მნიშვნელოვანი.

“IMF-ის ახალ პროგრამაზე დაინტერესება არის და ჩვენ ეკონომიკურმა გუნდა გამოვთქვით ამაზე ინტერესი და დაინტერესებული ვართ, რომ გვქონდეს პროგრამა, რომელიც განხორციელებული იქნება IMF-ის ხელშეწყობით.

მინდა შეგახსენოთ, რომ წინა პროგრამა, რომელიც 3+1, ანუ 4-წლიანი გამოვიდა, როდესაც მე მაშინვე აღვნიშნე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახალი პროგრამის დაწყება, როდესაც ძალიან ბევრი გაურკვევლობაა მსოფლიოში და პოლიტიკური დაძაბულობაა ქვეყნის შიგნით, მნიშვნელოვანი იქნება ახალი პროგრამის დაწყება, რადგანაც ის ყოველთვის გვთავაზობს განხილვის ძალიან პროფესიონალურ და ჯანსაღ ჩარჩოს, რომელიც არის ძალიან კარგი სიგნალი საერთაშორისო ინვესტორებისათვის, რომ ქვეყანას აქვს სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა.

გვქონდა შეხვედრა ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრთან, შეგახსენებთ რომ სამი ადამიანი აწერს ხელს საქართველოში ამ პროგრამას ხელს, ეს არის ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

ჩვენ შეხვედრაზე ვსაუბრობდით ეკონომიკის ზრდის პროგნოზებზე, ვსაუბრობდით იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც პროგრამაში უნდა იყოს, რაც დავეხმარება იმის მიღწევაში, რომ გავაგრძელოთ სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა სხვადასხვა მიმართულებით.

IMF-ის პროგრამა და მისი შეფასებები სარეიტინგო სააგენტოებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა,”- ამბობს კობა გვენეტაძე.