მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დანაკლისი ექნება ქვეყანას ტურიზმიდან 2020 წელს? - სებ-ის პროგნოზი

5f2a63ef9e4ce
ვიქტორია მღებრიშვილი
05.08.20 12:40
1142
ეროვნული ბანკი საბაზო სცენარზე დაყრდნობით, 2020 წელს წინა წელთან შედარებით ტურიზმიდან შემოსავლების 80%-ით შემცირებას პროგნოზირებს. 

BM.GE-ის შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ტურისტული ნაკადების აღდგენის პერსპექტივა ამ სიტუაციაში გაურკვეველია.

„მიმდინარე უპრეცენდენტო კრიზისის მთავარი მახასიათებელია გაურკვევლობა და ეს განსაკუთრებით ეხება ტურისტულ ნაკადებს, რადგანაც ამ სიტუაციაში ტურისტული ნაკადების აღდგენის პერსპექტივა, როგორც გლობალურად, ასევე საქართველოში საკმაოდ გაურკვეველია.

ჩვენს პროგნოზებში კონსერვატიულ მიდგომას ვინარჩუნებთ და შესაბამისად ჩვენი პროგნოზი ეყრდნობა დაშვებას, რომ წლის დარჩენილ პერიოდში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები იქნება მინიმალური, რაც ნიშნავს, რომ საბაზო სცენარის მიხედვით, 2020 წელს ტურიზმიდან შემოსავლები წინა წელთან შედარებით 80%-ით შემცირდება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.