მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დატვირთვით მუშაობენ სასტუმროები - TBC Capital-ის მიმოხილვა

5f89a34e79ee1
ვიქტორია მღებრიშვილი
16.10.20 22:20
1127
“თიბისი კაპიტალის“ მიერ 15 ოქტომბერს 26 ბრენდირებული სასტუმროს გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ გასულ კვირასთან შედარებით დიდი სასტუმროების დტვირთულობა გაიზარდა.

„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული მიმოხილვის მიხედვით, ოქტომბრის დატვირთულობა მიმდინარე ჯავშნების მიხედვით, პრე-კოვიდ ჯავშნების გარეშე, ზღვისპირა სასტუმროებში 2%-ს, თბილისში - 6%-ს, ხოლო კახეთის და სხვა რეგიონების დიდ სასტუმროებში 18%-ს შეადგენს.

გასულ კვირასთან შედარებით, დიდი სასტუმროების დატვირთულობა ოქტომბერში კახეთში 6 პპ-ით და სხვა რეგიონებში 4 პპ-ით გაიზარდა, თბილისში 1 პპ შემცირდა, ხოლო ზღვისპირა სასტუმროებისთვის არ შეცვლილა.

ამასთან, უქმეებზე დიდ სასტუმროებში დატვირთულობა გასულ კვირასთან შედარებით მთელს საქართველოში გაიზარდა და ზღვისპირეთში - 1%, თბილისში - 13%, სხვა რეგიონებში - 62%, ხოლო კახეთში - 63% შეადგინა.

მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ არსებული ჯავშნების მიხედვით, ოქტომბერში ყველაზე დიდი ფასდაკლებები სხვა რეგიონების სასტუმროებში ფიქსირდება, რასაც თბილისი და კახეთი მოჰყვება. რაც შეეხება ზღვისპირა სასტუმროებს, ისინი მომხმარებელს შედარებით დაბალ ფასდაკლებებს სთავაზობენ.