„რა სახის დარეგულირებაზეა საუბარი, კონკრეტული კანონპროექტი ამასთან დაკავშირებით არ მიახავს“, - ასე უპასუხა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელის „ტექნო ბუმის“ დამფუძნებელმა ანზორ ქოქოლაძემ BM.GE-ის კითხვას, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან საბანკო რეგულაციბის შემსუბუქების დაანონსებას ეხებოდა.
ანზორ ქოქოლაძე მიიჩნევს, რომ შემსუბუქება დადებითად აისახება კომპანიაზე, თუმცა წინასწარ ვერ შეაფასებს, რადგან არ იცის რა სახის შემსუბუქებაზეა საუბარი.
„საბანკო რეგულაციების შემსუბუქება გაყიდვებზე დადებითად აისახება, მაგრამ მე ჯერ ეს იდეებისა და ინტერვიუების დონეზე ვიცი და რა სახის დარეგულირებაზეა საუბარი, კონკრეტული კანონპროექტი ამასთან დაკავშირებით არ მინახავს, ამიტომ ჯერ ვერ შევაფასებ“, - ამბობს ქოქოლაძე.
„ტექნო ბუმის“ დამფუძნებელი გასულ წელსაც აფასებს და აღნიშნავს, რომ პირველ ნახევარში გაყიდვები 50%-ით, მეორე ნახევარში კი, 25%-ით შემცირდა.
„2019 წლის დასაწყისში ამოქმედებულმა საბანკო რეგულაციებმა და კურსის დევალვაციამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გაყიდვებზე. პირველ ნახევარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ვარდნა გვქონდა - დაახლოებით, 50%-ით შემცირდა გაყიდვები. მეორე ნახევარში სიტუაცია ეტაპობრივად გამოსწორდა ან ბაზარი შეეგუა ან ეკონომიკური ზრდა იყო ფაქტორი; ასევე, ჩვენი წილის გაუმჯობესებასაც ვვარაუდობთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რევოლუციური გაუმჯობესება იყო. მეორე ნახევარში საშუალოდ ვარდნა გვქონდა 25%-იანი.
ჩვენ აქტიურად ვცდილობთ რომ მომხმარებლისთვის საინტერესო წინადადებები შევთავაზოთ, მომწოდებლებთან აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. კურსის გაუფასურების მიუხედავად, შევძელით და შევინრჩუნეთ პროდუქციაზე ფასები და შევძელით კიდევ უფრო დაბალი ფასები შეგვეთავაზებინა; ვფიქრობთ, რომ ეს გამოგვივიდა“, - აცხადებს ანზორ ქოქოლაძე.
ამასთან, „ტექნო ბუმის“ დამფუძნებელი კომპანიაში ახალი მიმართულების განვითარების მნიშვნელობაზეც საუბრობს.
"ვცდილობთ ონლაინ გაყიდვების მიმართულებით გააქტიურებას და ასევე სომხეთ-ზერბაიჯანის მიმართულებით ვცდილობთ გავზარდოთ გაყიდვები. ამ მიმართულებით გაყიდვები 2019 წლის ბოლოს დავიწყეთ და ჩვენს გაყიდვებში ამას მნიშვნელოვანი წილი ჯერ არ უკავია. წელს ეს მიმართულება უფრო გააქტიურდება. ჩვენი გაყიდვების რა წილს დაიჭერს ეს ბაზარი, ჯერ არაა გამოკვეთილი, ამაზე ინფორმაცია, დაახლოებით, 2020 წლის ბოლოს გვექნება. იმიტომ რომ ბაზარზე შეღწევა მარტივი არაა და რიგი საკითხების გადაჭრასთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი