მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ახალი საწარმო შეიქმნა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამით 2013-2021 წლებში?

60ba15826b09e
თელარა გელანტია
04.06.21 19:35
815
სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში 2013-2021 წლებში 168 ახალი საწარმო შეიქმნა. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ სოფლის განვითარების სააგენტოდან გამოითხოვა.

ახალი საწარმოების რაოდენობით ლიდერია კახეთი - 72 საწარმოთი, რომელსაც სამეგრელო და აჭარა მოსდევს.



აღსანიშნავია ისიც, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში 2013-2021 წლებში გაცემული 3 მლრდ ლარის სასესხო პორტფელიდან კახეთზე 1 მლრდ 668 მლნ ლარი მოდის.

სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტი“ 2013 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების და გადამამუშავებელი საწარმოების გაფართოებასა თუ ახლის შექმნაში და ამ მიზნით იაფი ფულადი რესურსით უზრუნველყოს ისინი.