25.ივნისი .2022 00:14

რამდენიმე დღეში Amazon-ზე "კოდალას" სათამაშოები განთავსდება

 რამდენიმე დღეში Amazon-ზე "კოდალას" სათამაშოები განთავსდება
views 689
უკან

ხის სათამაშოების მწარმოებელმა კომპანია “კოდალამ” ევროპის Amazon-ზე განსათავსებლად სათამაშოების პირველი პარტია უკვე გაგზავნა. საუბარია სოციალური საწარმოს 7 სახეობის რამდენიმე ასეულ სათამაშოზე, რომელიც პლატფორმაზე რამდენიმე დღეში განთავსდება.

როგორც bm.ge-სთან "კოდალას" დამფუძნებელი კოტე სვანიძე ამბობს, Amazon-ს "კოდალას" სათამაშოების გაყიდვის ექსკლუზიური უფლება აქვს. მისივე თქმით, საწყისად სატესტო პარტია გაიგზავნა, სამომავლოდ კი თანამშრომლობა მუდმივ ხასიათს მიიღებს.

“ახლა პროდუქცია გზაშია, რამდენიმე დღეში კი გაყიდვები გააქტიურდება. ევროპის Amazon-ზე შვიდი სახეობის რამდენიმე ასეული სათამაშო გავაგზავნეთ, რაც შეეხება ფასებს, “კოდალას” პროდუქციის ფასი 30-70 ევრომდე იქნება.

გერმანელი პარტნიორები “კოდალათი” თავად დაინტერესდნენ, ჩამოვიდნენ, წარმოების პროცესს გაეცნენ და სათამაშოების პლატფორმაზე განთავსების გადაწყვეტილებაც მიიღეს”, - ამბობს ის.

ინფორმაციისთვის: სოციალური საწარმო "კოდალა" ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. საწარმო 200-მდე ეკომეგობრულ ხის სათამაშოს, დეკორატიულ ნაკეთობებს და საბავშვო ავეჯს ამზადებს, რომლის ფასი 5 ლარიდან 100 ლარის ფარგლებში მერყეობს.

საწარმო, რომლის თვიური წარმადობა 10 000-მდე ერთეული სათამაშოა, ძირითადად შშმ პირებს ასაქმებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა