მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ მყარდება ლარი? - ლაშა ქავთარაძის მოსაზრება

5e5a31b39ba33
ინგა მურუსიძე
29.02.20 15:14
2969
Galt&Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე მიიჩნევს, რომ ლარის გამყარებაზე რამდენიმე ფაქტორი ერთდროულად მოქმედებს.
ქავთარაძემ ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენციებზე „ანალიტიკის“ ეთერში ისაუბრა.

„ლარის გამყარებაზე რამდენიმე ფაქტორი ერთობლივად მოქმედებს - აუცილებლად უნდა გამოვყოთ ის, რომ გასული წლის პირველ ნახევარში ეროვნულმა ბანკმა გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა, ასევე გამოიყენა სხვა ინსტრუმენტები, როგორიც არის სარეზერვო ნორმების შემცირება, ინტერვენციები და ა.შ. ამან დადებითი გავლენა იქონია იმ კუთხით, რომ დეკემბრის შუა რიცხვებიდან ლარმა გამყარება დაიწყო, თუმცა მიმდინარე წელს, როცა ლარი უფრო მეტად გამყარდა, ამაში ლომის წვლილი აქვს არარეზიდენტი უცხოელი ინვესტორების დაინტერესებას ჩვენი ფასიანი ქაღალდებით, რადგან საპროცენტო განაკვეთი მაღალია.

თუ შევხედავთ ისეთ ინვესტორებს, რომლებიც ფულს აბანდებენ ურისკო ფასიან ქაღალდებში. ამერიკაში დაწეულია დოლარში საპროცენტო განაკვეთი, ახლა კიდევ კორონავირუსის ფონზე საპროცენტო განაკვეთები კიდევ უფრო დაბლა წამოვიდა, ამიტომ განსხვავებები ლარში ინვესტირებასა და დოლარში ინვესტირებას შორის ძალიან დაბალია, ამიტომ თუ ინვესტორებს სჯერათ, რომ მაკროეკონომიკური გარემო არის ნორმალური, მათი ინტერესი იანვარში არის გაოთხმაგებული და სწორედ ეს ძირითადი ფაქტორი, რაც ლარს უბიძგებს.

არის ფაქტორები, რომელიც არ გაუარესებულა და პირიქით, გაუმჯობესდა. მაგალითად, მიმდინარე წლის იანვარში, ტურისტული მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, დაახლოებით 18%-ით, ასევე გაზრდილი არის ექსპორტი, გაზრდილია იმპორტიც, თუმცა სავაჭრო დეფიციტი მაინც არ არის გაზრდილი“, - განაცხადა ქავთარაძემ.

მისივე შეფასებით, მნიშვნელვანი  ფაქტორია ცენტრალური ბანკის სწორი კომუნიკაცია საზოგადოებასთან.


„ეროვნულმა ბანკმა დაიწყო სწორი კომუნიკაცია გასული წლის მეორე ნახევრიდან იმის შესახებ, რომ არ განახორციელებს შესყიდვის მიმართულებით ინტერვენციების განხორციელებას მიმდინარე წელს. ეს უმალვე გამოისახა იმაში, რომ მეანაბრეებმა დაიწყეს თავიანთი უცხოურ ვალუტის დეპოზიტების დაკონვერტირება ლარში და დოლარიზაცია შემცირდა 3%-ით. როგორც გაუფასურების მიმართულებით მოქმედებს მოლოდინები, ასევეა გამყარების მიმართულებითაც“, - განაცხადა ქავთარაძემ.