მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის აღდგება გუდაურში, "რედკოს დასახლებაში" წყლის მიწოდება - წყალმომარაგების კომპანია

5e0f10ff3600b
ინგა მურუსიძე
03.01.20 14:17
1596
გუდაურში „რედკოს დასახლებაში“ წყლის სტაბილური მიწოდებისთვის წყლის დამატებითი მარაგის მოპოვების სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ განცხადებაშია ნათქვამი.

მათი განმარტებით, გუდაურში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, შესაბამის სამსახურებთან ერთად, წყლის დამატებითი მარაგის მოსაპოვებლად სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.

როგორც bm.ge-ის კომპანიიდან აცნობეს, ამ დროისთვის მიმდინარეობს დროებითი სატუმბო სადგურის მოწყობა, რათა მოხერხდეს წყლის მარაგის დამატება და რეზერვუარების შევსება.

„პარალელურად, „რედკოს დასახლებას“ წყალი მიეწოდება წყალმზიდების საშუალებით. დასახლებას წყალს მანამდე მიაწვდიან, სანამ დამატებითი მარაგის მოპოვების სამუშაოები არ დასრულდება.

გუდაურში მშრალმა კლიმატურმა პირობებმა წყლის მარაგის შემცირება, ხოლო სეზონზე გაზრდილმა მოხმარებამ წნევის ვარდნა გამოიწვია. წყლის მარაგის შემცირებისა და წნევის ვარდნის გამო, რეზერუარების შევსებას პრობლები შეექმნა და „რედკოს დასახლებაში" წყლის მიწოდება შეაფერხდა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გუდაურში დაწყებული აქვს წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროექტის განხორციელების შედეგად, სრულად შეიცვლება ამორტიზებული და მოძველებული სისტემები, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის საკურორტო ზონაში სეზონურად არსებულ პრობლემებს.
სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 50 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება“, - ნათქვამია განცხადებაში.