მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის განხორციელდება მიკრო ბანკების რეფორმა - პაპუნა ლეჟავას განმარტება

6241cbb655e47
თათია ჩაფიჩაძე
29.03.22 00:55
1040
„მიკრო ბანკებთან პროცედურული ნაწილია მხოლოდ დარჩენილი, მოგეხსენებათ რომ კანონის ცვლილებაა ამისთვის საჭირო. ჩვენი სურვილია რაც შეიძლება მალე გაკეთდეს ეს, თუმცა გამომდინარე პარლამენტის გეგმებიდან და გრაფიკიდან, ზუსტ ვადებზე საუბარი გამიჭირდება.“ - ასე უპასუხა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ მედიის მიერ მიკრო ბანკების რეფორმის დასრულების ვადებზე დასმულ შეკითხვას.

თავის მხრივ, შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა ეროვნულმა ბანკმა 2021 წლის ოქტომბერში დაასრულა.

"ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ რომ მალე განხორციელდეს მიკრო ბანკების კანონპროექტის რეფორმა. საგაზაფხულო სესიაზე შევა თუ არა პარლამენტში განსახილველად გვიჭირს ამის თქმა, ეროვნულ ბანკს არ აქვს საკანონდებლო ინიციატივის უფლება, შესაბამისად ჩვენი კონტროლის ქვეშ სრულად არ არის ეს პროცესი.

მიღების შემდეგ ერთადერთი ვადა რაც შეიძლება დაგვჭირდეს ამ კანონიდან გამომდინარე კანონქვემდებარე გარკვეული წესები იქნება გასაწერი, 6 თვე ალბათ ამისთვის საკმარისი დროა. ანუ კანონის მიღებიდან 6 თვეში შეგვეძლება სრულად დაინერგოს ეს პროცესი.

მიკრო ბანკების რეფორმა ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე, ფინანსური სერვისის მიწოდებაზე. ამ სფეროში აქტიურები არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რეფორმის შემდეგ მათ შეეძლებათ უფრო სრულყოფილი სერვისები მიაწოდონ მათ შორის საგადახდო სერვისები, მიმდინარე ანგარიშები, მიიღონ დეპოზიტები და ასევე სესხების ლიმიტებიც გაეზრდებათ", - განაცხადა ლეჟავამ.

ეროვნული ბანკის მიერ „მიკრობანკების შესახებ“ მომზადებული კანონპროექტის მოთხოვნების მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ან სხვა მესამე მხარემ მიკრობანკის სტატუსის მისაღებად შემდეგი პირობები უნდა დააკმაყოფილოს: არსებული პროექტის მიხედვით, მიკრობანკის დაფუძნებისთვის საჭირო კაპიტალი 10 მლნ-ით განისაზღვრა, მათი სასესხო პორტფელის 70% კი ბიზნეს ან სოფლის მეურნეობის სექტორზე გაცემული სესხები უნდა იყოს. გარდა ამისა, მიკრობანკის სტატუსის მქონე ორგანიზაციებისთვის 100 ათასიდან 1 მლნ-მდე იზრდება სესხის გაცემის ლიმიტი, რაც მათ უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების შესაძლებლობას უჩენთ.