მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა კიდევ სამმა გემმა დატოვა

62ecc0263c4ff
მარიამ ვარადაშვილი
05.08.22 11:14
592
უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა სამმა გემმა უკრაინის პორტები დღეს დილით დატოვა. უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი თურქეთისა და გაეროს შუამავლობით დადებული ხელშეკრულების პირობებში გახდა შესაძლებელი.

სიმინდით დატვირთულმა პირველმა გემმა ოდესის პორტი კვირის დასაწყისში დატოვა. უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი იმედოვნებს, რომ მარცვლეულის ექსპორტი გაეროსა და თურქეთის ჩართულობით სტაბილურად გაგრძელდება.

22 ივლისს სტამბულში უკრაინასა და რუსეთს შორის დაიდო შეეთანხმება, რომლის მიხედვითაც, უკრაინის შავი ზღვის სამ პორტზე: ოდესაზე, ჩორნომორსკსა და "სამხრეთის" პორტებზე ბლოკადა მოიხსნებოდა და ქვეყანა მარცვლეულისა და სხვა აგროკულტურული პროდუქტების ექსპორტს შეძლებდა. რუსეთმა კი პირობა დადო, რომ მიზანში არ ამოიღებდა პორტს, სანამ აქ მარცვლეულით დატვირთული გემები იმოძრავებდნენ. შეთანხმებას ხელი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხელი გაეროსა და თურქეთის შუამდგომლობით მოაწერეს.