მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნების ინვესტორები ინტერესდებიან საქართველოს უძრავი ქონების ბაზრით?

636bd4accf929
თათია ჩაფიჩაძე
12.11.22 15:00
1039
უძრავი ქონების კონსულტანტის, გიორგი ყიფიანის განცხადებით, რეგიონში არსებული მოვლენების გათვალისწინებით, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი ინვესტირებისთვის ყველაზე ხელსაყრელია, რაც საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კაპიტალის მოზიდვის რესურსს აჩენს.

როგორც BMG-ის გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ ყიფიანმა განაცხადა, ამ ეტაპზე მზარდი დაინტერესებაა აღმოსავლეთ ევროპის ბაზრიდან, რაც ცნობადობას უკავშირდება.

"ჩვენ ვმუშაობთ ინვესტორებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან განვითარებადი ბაზრებით. დღეს ევროკავშირში იზრდება ინფლაცია, რაც იწვევს იმას, რომ იზრდება საპროცენტო განაკვეთები და შესაბამისად კლებულობს მოთხოვნა საცხოვრებელ ბინებზე. ასე რომ საქართველო ამ თვალსაზრისით საინტერესოა ბაზარია, რადგან მიგრაციის და სხვა ფაქტორების გამოც, ფასი იზრდება და მიწოდებაც მზარდია. ჩვენ დღეს ევროკავშირთან შედარებით კარგ ფორმაში ვართ და შესაძლოა საინტერესოები ვიყოთ იმ ნიშური ინვესტორებისთვის, რომლებიც განვითარებად ბაზრებზე ინვესტიციას ეწევიან.

ეს არ არის მოცულობითად იმდენად დიდი რასაც პოსტსაბჭოთა ქვეყნის ინვესტორები დებენ, თუმცა ინტერესდებიან და მომავალში იმის გათვალისწინებით, რომ მივიწევთ ევროკავშირისკენ, შესაძლოა, ევროკავშირის ქვეყნებიდან ინვესტორებიც გახდნენ ინვესტიციების სტაბილური წყარო.

ცნობადობის გამო, ინტერესი მოდის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, დასავლეთ ევროპიდან უფრო რთულია კაპიტალის წამოღება, იქ მეტი მუშაობაა საჭირო. აქტივობას, იქნება ეს სახელმწიფო, კერძო თუ იურიდიული პირის, აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან ერთ და ორი ინვესტორის დარწმუნებით ქმნი გარკვეულ ქსელს რაც გაძლევს საშუალებას შემდეგში სხვა ინვესტორს მისწვდე.

განვითარებად ბაზარზე ვინც ეწევა ინვესტიციას, ის მზადაა მიიღოს მაღალი რისკი მაღალი უკუგების ფასად და ჩვენ კონკრეტულ პროექტს რომ გავდივართ საინვესტიციო შეთავაზებაში, იქ მოცემულია ბაზრის კვლევა, გარიგების ფინანსური მოდელი და იურიდიული სტრუქტურა, რომ ესმოდეს რასთან აქვს შეხება, თუ მისთვის ნაცნობია, ნამყოფია, უფრო მარტივად იღებს გადაწყვეტილებას.

დღეს უკვე ჩვენს რეგიონში ერთადერთი კარგი არჩევანი ვართ დარჩენილი რადგან მეზობლებში სამწუხაროდ აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიდის, ამ თვალსაზრისით საქართველო საშუალო ვადიან პერიოდშიც პირველი იქნება მათთვის ვინც ამ რეგიონში ფიქრობს კაპიტალის განთავსებას.

საქართველოს რაც აქვს პლუსი განვითარებულ ბაზრებთან შედარებით არის ისიც, რომ თვითღირებულება ჩვენთან ნაკლებია, ინვესტიციის განხორციელება ჩვენთან ნაკლები მოცულობითაა შესაძლებელი და ესეც დამატებით კარგი ფაქტორია. უკუგებებს რაც შეეხება, ეს დამოკიდებულია კონკრეტულ პროექტებზე, ჩვენ რასაც ვუყურებთ, დაახლოებით 25-დან 35%-მდეა წლიური უკუგება.“ - განაცხადა ყიფიანმა.