მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელია ყველაზე ჩქარი ინსტრუმენტი ლარის გასამყარებლად? - სებ-ის პრეზიდენტის პასუხი

5db0366db58f3
ლიკა გურაბანიძე
23.10.19 15:50
758
„შესაძლოა, რაიმე ზომამ უფრო გვიან იმოქმედოს, რაიმე ზომამ უფრო ადრე, ყველას თავისი დანიშნულება აქვს,“ -  ასე უპასუხა სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტის კითხვას: ლარის გასამყარებლად რომელია უფრო ჩქარი ინსტრუმენტი - სავალუტო ინტერვენცია, სარეზერვო მოთხოვნის შემცირება თუ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გაზრდა?

„აქ მნიშვნელოვანია დიზაინი, სხვადასხვა ზომები ერთობლიობაში როგორ მოქმედებს. შესაძლოა, რაიმე ზომამ უფრო გვიან იმოქმედოს, რაიმე ზომამ უფრო ადრე, ყველას თავისი დანიშნულება აქვს, მაგრამ ისიც კი, როდესაც უკვე ცხადდება გადაწყვეტილება, მოლოდინების არხით ეკონომიკური აგენტებისთვის უკვე გასაგები ხდება, თუ საით არის მიმართულება და ეს უკვე მოქმედებას იწყებს. ასე რომ ყველა ის ზომა, რომელიც დაანონსებული იყო, მოქმედებს და მათი მოქმედება უფრო გაძლიერდება", - განაცხადა გვენეტაძემ.  

სებ-ის პრეზიდენტის განმარტებითვე, ლარის ოპტიმალური კურსის ცნება არ არსებობს, რადგან მაშინ, როდესაც მცურავი გაცვლითი რეჟიმია,  ლარის კურსზე კონკრეტული პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

ცნობისთვის: ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა 1 პროცენტული პუნქტით 8.5%-მდე გაზარდა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 11 დეკემბერს ჩატარდება.