მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Rooms-ის ახალი სასტუმროები, კომპანია „რუმს ქეითერინგი“... – „აჭარა ჯგუფის“ ახალი კომპანიის გეგმები

6470844a34b1c
ვიქტორია მღებრიშვილი
26.05.23 14:41
3961
"აჭარა ჯგუფი ჰოლდინგმა“ ახალი კომპანია „რუმს ჰოტელი“ დაარეგისტრირა, რომლის ძირითადი საქმიანობას ქართული ბრენდის Rooms-ის სასტუმროების მართვა და სხვადასხვა მიმართულებით მათი განვითარება წარმოადგენს.

ახალი კომპანია, რომლის 100%-იანი წილი მმართველი „აჭარა ჯგუფის ჰოლდინგია“ სამეწარმეო რეესტრში მიმდინარე წლის 1 მაისს დარეგისტრირდა და მისი დირექტორი ვალერი ჩეხერიაა, მმართველი დირექტორის პოზიციაზე კი ლევან ბერულავა დაინიშნა. „რუმს ჰოტელის“ ხელმძღვანელები აჭარა ჯგუფში 2-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ და ჰოლდინგის დამფუძნებელ თემურ უგულავასთან შეთანხმებით სასტუმროების მიმართულების განვითარების გეგმებიც უკვე დასახეს.

ჰოლდინგსა და ახალ კომპანიაში არსებულ სიახლეებზე ვალერი ჩეხერიამ და ლევან ბერულავამ BMGtv-ის გადაცემა „ბარში“ ისაუბრეს.

„ერთი კვირაა აქტიურად ვმუშაობთ და კონკრეტული და გარკვეული ბიუროკრატია უნდა გავიაროთ, რომელიც ქონების და აქტივების გადმოტანას გულისხმობს. ბათუმში სასტუმრო Rooms-ის გახსნის პერიოდი მოდის, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი საამაყო პროექტი იქნება, როგორიც იყო ყაზბეგის, თბილისის, კოხტას Rooms-ები, თან ბათუმს ძალიან აკლია ასეთი ახალი მიმართულებები“, - თქვა ჩეხერიამ.

„რუმს ჰოტელის“ ხელმძღვანელები ამბობენ, რომ კომპანია ეტაპობრივად სასტუმროების სერვისების განვითარებისთვის სხვადასხვა დამოუკიდებელი კომპანიის დაფუძნებას გეგმავს. ქეითერინგი, კულინარია და სხვა მიმართულებები, რომლებსაც დირექტორები ჯერჯერობით არ ამჟღავნებენ.

„შევუდექით საქმიანობას და დავიწყეთ გუნდის ჩამოყალიბება. ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს Rooms-ის ბრენდის მხრიდან გვინდა ძლიერი ქეითერინგ კომპანია Rooms Catering არსებობდეს. ძალიან ძლიერი კულინარიის მიმართულება გვინდა გვქონდეს. საქართველო ძალიან ბევრისთვის ღვინოსთან და კულინარიასთან ასოცირდება, ამიტომ ეს იქნება ის მიმართულება, რომელზეც ძალიან დიდ აქცენტს გავაკეთებს. უკვე გვყავდა ძალიან ცნობილი შეფ მზარეული დანიიდან, რომელიც Rooms-ის ყველა სასტუმროს კონსულტირებაში დაგვეხმარება... მენიუს შედგენებში და ა.შ.

ჩვენ პრაქტიკაში საზღვარგარეთიდან ახალი მზარეულების ჩამოყვანა გვქონდა, დღეს მივედით იმ დასკვნამდე, რომ ქართველი მზარეულები ისე გავზარდოთ, რომ ჩამოყვანა აღარ დაგვჭირდეს და ჩამოვიყვანოთ მხოლოდ იმისთვის რომ ასწავლონ, სიახლე შექმნან, იქ ისწავლონ და დაბრუნდნენ”, - ამბობს ვალერი ჩეხერია.

უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია კომერციულ ბანკებთან ერთად სასტუმროების ფასიანი ქაღალდების გამოშვებას გეგმავს.