მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Opel-ის მფლობელი კორპორაცია რუსეთის ქალაქ კალუგაში ავტოწარმოებას აჩერებს

625e7699c7168
ვიქტორია მღებრიშვილი
19.04.22 21:00
1030
საავტომობილო კორპორაცია Stellantis-მა, რომელიც Opel-სა და Peugeot-ს ფლობს, რუსეთის ქალაქ კალუგაში წარმოება შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია ავრცელებს.

„მზარდი ჯვარედინი სანქციებისა და ლოგისტიკური სირთულეების გათვალისწინებით, Stellantis-მა კალუგაში თავისი საწარმოო ოპერაციები, სანქციის სრული დაცვისა და თანამშრომელთა უსაფრთხოების მიზნით შეაჩერა.

Stellantis-ი გმობს ძალადობას და მხარს უჭერს ყველა ქმედებას, რომელსაც მშვიდობის აღდგენა შეუძლია“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

რუსული გამოცემების ცნობით, 2021 წელს იტალიურ-ამერიკული მწარმოებლის Fiat Chrysler Automobiles-ის ფრანგულ კომპანია PSA Group-თან შერწყმის შედეგად შექმნილი Stellantis Corporation კალუგაში შემდეგი მარკის ავტომობილებს აწყობდა: Peugeot 408, Traveler, Expert, Partner and Partner Crossway, Opel Combo Cargo, Combo Life, Zafira Life და Vivaro, Citroёn C4, SpaceTourer, Jumpy, Berlingo Multispace და Berlingo.

გასულ წელს კალუგაში კორპორაციის წარმოება გაორმაგდა და 11 ათასი მსუბუქი ავტომობილი შეადგინა.