მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული Red Wings საქართველოს მიმართულებით პირველ რეისს 15 ივნისს შეასრულებს

6479bce378074
მარიამ ვარადაშვილი
02.06.23 14:02
754
BMG-ის ინფორმაციით, რუსული ავიაკომპანია Red Wings საქართველოს მიმართულებით პირველ რეისებს 15-16 ივნისს შეასრულებს.

კერძოდ, სოჭი - თბილისი - სოჭის ხაზზე პირველი რეისი 15 ივნისს, მოსკოვის ხაზზე კი 16 ივნის შესრულდება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიაზე ფრენის ნებართვა 18 მაისს გასცა.

Red Wings-ის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადების მიხედვით, მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები სოჭი - თბილისი - სოჭის მიმართულებით 2 ივნისიდან უნდა დაწყებულიყო. მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისებიც იმავე დღეს უნდა დაწყებულიყო.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ. ამ დროისთვის მოსკოვი-თბილისის რეისზე ფრენების შესრულების ნებართვა ორ რუსულ და ერთ ქართულ ავიაკომპანიას აქვს. Georgian Airways თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენებს 20 მაისიდან ასრულებს.