მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნა

62a72dda74658
BM.GE
13.06.22 16:38
639
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კიდევ ერთი სასტუმრო „ქუთაისი ინნ “ ოფიციალურად გაიხსნა.

ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც ქუთაისში არის განთავსებული, მიმზიდველი ლოკაცია იქნება, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი დამსვენებლებისთვის. სასტუმრო 100 სხვადასხვა კატეგორიის ნომრისგან შედგება და მასში 85 პირი იქნება დასაქმებული.

„აღსანიშნავია რომ სასტუმრო „ქუთაისი ინნ“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 3 წლის განმავლობაში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 15 000 000 ლარზე მეტს შეადგენს“,- აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალი სასტუმროების გახსნა ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობირივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას.


(NS)