საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საავადმყოფოებში მკურნალობას 2 992 პაციენტი გადის. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, დღეს კოვიდ-ინფიცირებულთა საკმაოდ დიდი ნაწილი გასაწერად ემზადება, ხოლო 340 მოქალაქე ტრიაჟში იმყოფება.
„დღეისთვის 4 392 საწოლია მობილიზებული და რაც მნიშვნელოვანია, თბილისში, შემდეგ დღეებში 4 კლინიკა ჩაერთვება covid-პაციენტების მიმღებ პროგრამაში. რაც შეეხება რეგიონებს, დღეიდან შიდა ქართლში 3 კლინიკა ჩაერთვება, იმერეთშიც - 3 დამატებითი კლინიკა, კერძოდ, ქუთაისში - 2. აქედან გამომდინარე, არ ვთვლით, რომ საწოლფონდის დეფიციტი არსებობს“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, დამატებით რესურსს წარმოადგენს კოვიდ-სასტუმროები, რომელშიც გადასვლის შიშიც მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ. მინისტრი ირწმუნება, რომ ქვეყანაში საწოლფონდის დეფიციტის საშიშროებაა.
„ჩვენ ასევე ვიყენებთ სასტუმროების სივრცეს და გამომდინარე იქიდან, რომ არაერთგვაროვანი ინფორმაცია ვრცელდება ამასთან დაკავშირებით, პაციენტებიც ხედავენ გარკვეულ რისკს სასტუმროს სივრცეებში გადასვლაზე. მინდა აღვნიშნო, რომ სასტუმროებში მობილიზებული არიან ექიმების და ექთნების ბრიგადები, რომლებიც მათთან მონიტორინგს და მკურნალობას გააგრძელებენ, როგორც ეს კლინიკებში ხდება. აქ განთავსდებიან ის პაციენტები, რომლთა დაავადების გართულების რისკი მინიმალურია.
დღეისთვის დამატებითი ბერკეტი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ მეტი ნდობა ჰქონდეს მოსახლეობას სასტუმროს სივრცეებისადმი, რაც მდგომარეობს შემდეგში - თითოეული კლინიკა იქნება პასუხისმგებელი თითოეულ covid-სასტუმროზე და ის შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნება ამ კლინიკის ექიმების წარმომადგენლობით, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიყენებთ ამ მიზნით სასტუმროებსაც, სადაც გვაქვს დამატებითი სივრცე. დღეისთვის სასტუმროებში მკურნალობს 1 500 პაციენტი და სახელმწიფოს გააჩნია იმის საშუალება, რომ ამ მიმართულებით საწოლფონდის რაოდენობა კიდევ ერთხელ გავზარდოთ", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას