11.მაისი .2021 15:32

საბჭომ მხარი დაუჭირა „სინოვაკის“ ადრეულ გამოყენებაზე მთავრობასთან საკითხის განხილვას

 საბჭომ მხარი დაუჭირა  „სინოვაკის“ ადრეულ გამოყენებაზე მთავრობასთან საკითხის განხილვას
views 243
უკან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვაქცინაციის საბჭო საქართველოს მთავრობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციამდე, „სინოვაკით"ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიმართავს. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ჯანმოს ექსპერტების შუალედური დადებითი დასკვნები „სინოვაკით“ ვაქცინაციის დაწყების შესაძლებლობას იძლევა.

„ვაქცინაციის საბჭომ დღეს „სინოვაკით“ ვაქცინაციის გაფართოების შესაძლებლობაზე იმსჯელა. „სინოვაკის“ 100 000 დოზა ქვეყანამ ჩინეთიდან დონაციის სახით მიიღო, ჯერჯერობით „სინოვაკის“ გამოყენება არ ხდება, რადგან ქვეყანაში ვაქცინა დათქმით შემოვიდა, რომ უნდა დავლოდებოდით ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ავტორიზაციას. საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, თუმცა არის ექსპერტების შუალედური დადებითი დასკვნა, რომლის საფუძველზე იმუნიზაციის და ვაქცინაციის საბჭომ მთავრობასთან „სინოვაკის“ შედარებით ადრეული გამოყენებასთან დაკავშირებით საკითხის განხილვას მხარი დაუჭირა, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია დასრულდება და ვფიქრობ, ეს მაისის ბოლოსთვის მოხდება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა