მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად და რა მოცულობის ხორბლის ექსპორტი განხორციელდა ბოლო 5 წელიწადში?

62baef07bf9f4
ვიქტორია მღებრიშვილი
28.06.22 16:31
1160
მსოფლიოში არსებული სასურსათო უსაფრთხოების გლობალური რისკების პირობებში, ქვეყნის შიგნით სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოდან ხორბლის ექსპორტი 1 წლით შეიზღუდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ოთარ შამუგიას განცხადება გაავრცელა.

BM.GE-ი დაინტერესდა, რომელ ქვეყნებში და რა მოცულობის ხორბალი გადიოდა გასულ წლებში ქვეყნიდან. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოდან ხორბლისა და მესლინის ექსპორტი არ განხორციელებულა. ბოლო 5 წლის განმავლობაში კი, ყველაზე დიდი რაოდენობით ხორბალი 2018 წელს გავიდა.

წლების მიხედვით აღნიშნული საქონლის ექსპორტის მაჩვენებლების ასეთია:

2021 წელი - 393 ათასი დოლარი, 1 557 ტონა;
2020 წელი - 12.7 ათასი დოლარი, 23 ტონა;
2019 წელი - 877 ათასი დოლარი, 3 286 ტონა;
2018 წელი - 2.1 მლნ დოლარი, 10 058 ტონა;
2017 წელი - 1.3 მლნ დოლარი, 5 991 ტონა;

აღსანიშნია, რომ 2017-2019 წლებში საქართველოდან ხორბალი რეექსპორტითაც გადიოდა და ყველაზე დიდი მოცულობა - 3 5 მლნ დოლარის 15 068 ტონა 2017 წელს გავიდა.

თითქმის ყოველ წელს ადგილობრივი ხორბლისა და მესლინის მთავარი საექსპორტო ქვეყანა სომხეთი იყო. 2021 წლის საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალი კი ასეთია:

1. სომხეთი - 365 ათასი დოლარი, 1 468 ტონა;
2. თურქეთი - 16 ათასი დოლარი, 49 ტონა;
3. უკრაინა - 10 ათასი დოლარი, 40 ტონა;

სხვადასხვა წელს ქვეყნების სიაში აზერბაიჯანიც შედიოდა.