05.ნოემბერი .2019 11:10

საელჩო: საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე Tv რგოლი 40 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა ნახა

views 585
უკან

აშშ-ში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით,  FOX News-ზე, CNBC-სსა და აშშ-ის სხვა წამყვან ტელევიზიებში საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის წარმომჩენი ექვსთვიანი სარეკლამო კამპანიის მეორე ეტაპი დღეს სრულდება.

ამის შესახებ Facebook-ზე საელჩოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი.

„ჩვენი სატელევიზიო რგოლი 40 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრმა ამერიკელმა მეგობარმა გაგვიზიარა ამ რგოლის დანახვით გამოწვეული ემოცია. იმედია, ეს რგოლი თქვენს მოწონებასაც დაიმსახურებს.

კამპანიის მიზანია, ამერიკულ აუდიტორიას გააცნოს საქართველო - მისი ეკონომიკური პოტენციალი და მნიშვნელოვანი როლი როგორ რეგიონის კარიბჭე, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ორ ქვეყანას შორის კომერციული და სავაჭრო კავშირების მეტად გამრავალფეროვნებასა და გაღრმავებას“, - ნათქვამია გამოქვეყნებულ პოსტში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა