მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგამოძიებო სამსახური მოსახლეობისთვის "თელმიკოს" დარიცხული თანხების სისწორეს ისევ სწავლობს

624fe69228191
მარიამ ვარადაშვილი
08.04.22 11:36
2127
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური “თელმიკოს” [თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის] საკითხს ისევ სწავლობს.

საკითხი ეხება კომუნალური გადასახადების შესაძლო არასწორ დაანგარიშებას, რის გამოც ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრს 14 თებერვლის მთავრობის სხდომაზე დაავალა კომპანიის მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორის შესწავლის პროცესში სამინისტრო საგამოძიებო სამსახურიც ჩართულიყო.

“საგამოძიებო სამსახური აგრძელებს თელმიკოს საკითხის მასალების, მათ შორის სემეკიდან მიღებული შემაჯამებელი აქტის შესწავლას და უახლოეს მომავალში შევძლებთ მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია”,-უთხრეს BMG-ის საგამოძიებო სამსახურში.

აღსანიშნავია, რომ სემეკმა ამ საკითხზე “თელმიკო” უკვე შეამოწმა და კომპანიას დეკემბერსა და იანვარში განხორციელებული ელექტროენერგიის არასწორი დარიცხვების დაკორექტირება დაევალა.

კერძოდ, სემეკის თანახმად, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ „თელმიკოს“ მიერ განხორციელებული დარიცხვები „თელასის“ მიერ მიწოდებული არასწორი მონაცემების საფუძველზე მოხდა, თუმცა საფასურის დარიცხვისას არ დარღვეულა ტარიფის საფეხურის მისადაგების წესი. აღსანიშნავია, რომ დეკემბერსა და იანვარში განხორციელებული ელექტროენერგიის არასწორი დარიცხვები დაკორექტირდა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ [სემეკ] “თელმიკოსთან” ერთად “თელასიც” შეამოწმა.

კომისიის განცხადებით, შემოწმების შედეგად დარღვევები გამოვლინდა „თელასში“, რომლებმაც 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარში მოქალაქეებზე ელექტროენერგიის გადასახადის არასწორი დარიცხვები განაპირობა. ამის გამო სემეკმა „თელასი“ 75 ათასი ლარით დააჯარიმა.

სემეკის თანახმად, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ „თელმიკოს“ მიერ განხორციელებული დარიცხვები „თელასის“ მიერ მიწოდებული არასწორი მონაცემების საფუძველზე მოხდა, თუმცა საფასურის დარიცხვისას არ დარღვეულა ტარიფის საფეხურის მისადაგების წესი.