მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საინვესტიციო პოლიტიკა პოსტკრიზისული გეგმის შემუშავებისას განისაზღვრება - მინისტრი

5ea2eda98a7d9
ვიქტორია მღებრიშვილი
24.04.20 21:15
933
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობას სიახლეები აქვს საინვესტიციო პოლიტიკის მიმართულებითაც, რომელიც პოსტკრიზისული გეგმის შემუშავებისას განისაზღვრება.
  
როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, ანტიკრიზისული გეგმა მთავრობას შესაძლებლობას მისცემს მალე დაიწყოს მუშაობა პოსტკრიზისულ გეგმაზე.

„სხვა სიახლეები გვაქვს ჩვენ საინვესტიციო პოლიტიკის მიმართულებით, მაგრამ ეს უკვე პოსტ კრიზისული გეგმის ნაწილია და ეს ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა გვაძლევს კარგ საფუძველს რომ ჩვენ უახლოეს პერიოდში ვიმუშავოთ პოსტკრიზისულ გეგმაზე და თუ წლევანდელი წელი -4% ეკონომიკის ტემპით დასრულდება, უკვე 2021 წელი იყოს სულ მცირე 4%, როგორც ამას ვარაუდობს სავალუტო ფონდი და 2022 პუს 6%, ამის შესაძლებლობას ხედავენ ჩვენი პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა თურნავამ.